ЭКОНОМИКА

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში (ნაწილი 6)

20.11.15 19:43




ბრძოლა ეკატერინენფელდისა და შულავერისათვის.
საქართველოს კონტრშეტევა

ეკატერინენფელდის ოპერაცია

დეკემბრის მეორე ნახევარში თბილისსა და ყარაკლისში ზავის შესახებ გამართული მოლაპარაკებების თანადროულად სომხეთისა და საქართველოს დაპირისპირების ადგილებზე



გრძელდებოდა საომარი მოქმედებები. განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა გერმანული კოლონიის რაიონში ეკატერინენფელდში. თვით ეკატერინენფელდში (დღევანდელი ქ. ბოლნისი) იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის დანაყოფები. სამხრეთით – სოფელ ბოლნის ხაჩენში (დღევანდელი სოფელი ბოლნისი) განლაგებული იყო ვორონცოვკის მხარიდან შესული სომხეთის ჯარები, აგრეთვე აჯანყებულები ადგილობრივი სომხებიდან. იმავ დროს ეკატერინენფელდიდან ჩრდილოეთის მხარეს სომხებით კომპაქტურად დასახლებული სოფლები ბელი კლუჩი, სამშვილდე და დაღეთი წარმოადგენდა ამბოხების კიდევ ერთ კერას. იქ მყოფი შეიარაღებული აჯანყებულები წარმოადგენდნენ თბილისთან ყველაზე ახლომდებარე სომხურ ძალებს. თუმც ეს მიმართულება არ იყო მთავარი მიმართულება, მაინც, ეკატერინენფელდ-დაღეთის ხაზზე სომხური ნაწილების თავისუფალი გადაადგილება შეიძლება საქართველოს დედაქალაქისთვის გამხდარიყო კიდევ ერთ საშიშროებად.

ამგვარად, მდინარე ხრამის ნაპირზე განლაგებული ეკატერინენფელდი ხდებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტი სომხური ნაწილებისთვის დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით.

18 დეკემბერს – საქართველოში მობილიზაციის გამოცხადების პირველსავე დღეს – ეკატერინენფელდში გაგზავნილი ნაწილების სარდლად დაინიშნა გვარდიის ოფიცერი ვალიკო ჯუღელი, ხოლო ყველა ახლადფორმირებული ჯარების სარდლად გენერალი ახმეტელაშვილი. 19 დეკემბრის გამთენიისას ხსენებული ნაწილები დაახლოებით 600 ხიშტით ჩავიდა ეკატერინენფელდში.[1]

დანიშნულების ადგილზე მისვლისას გვარდიაში არ იყო ორგანიზებულობა.[2] არ შექმნეს ბანაკი, ორგანიზებული არ იყო საყარაულო სამსახური. არტილერია კი განლაგებული იყო არა შესაბამის პოზიციებზე მეორე ან მესამე ეშელონებზე, არამედ ავანგარდში. ე.ი. მოწინააღმდეგესთან ყველაზე ახლოს. გვარდიელები მიწვნენ დასაძინებლად, ისე რომ არ დაუყენებიათ ყარაული და არ იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ გუშინ დასახლება სომხური ჯარებით იყო ალყაშემორტყმული, რომლებიც დილისათვის შეტევას გეგმავდნენ.

ღამით სომხური ნაწილები დაეუფლნენ საქართველოს არტილერიას (რვა ქვემეხი) და ტყვიამფრქვევები განალაგეს დასახლების მაღალ შენობებზე, გამთენიისას ცეცხლი გაუხსნეს ქართველებს. მაგრამ სომხების პრაქტიკულად მიღწეული გამარჯვება ჩაიშალა ადგილზე მყოფი ქართული გვარდიის მეთაურის ვალიკო ჯუღელის – გაუფრთხილებელი, მაგრამ მამაცის ადამიანის წყალობით. მოხერხდა დასაწყისში არსებული განუკითხაობის დაძლევა, რის შემდეგაც ქართველმა გვარდიელებმა და სამხედროებმა ხელჩართული ბრძოლით გაანადგურეს სომხური ტყვიამფრქვევის წერტილები, შემდეგ კი დაიბრუნეს კონტროლი მთელს დასახლებაზე და სომხებს წაართვეს არტილერია. უკანდახეული სომხურ ნაწილებზე შეტევა განახორციელა და დაქსაქსა ქართულმა კავალერიამ პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით.

ქართული ნაწილების საერთო დანაკარგი ბრძოლაში შეადგენდა 30 დაღუპულსა და 70 დაჭრილს. სომხების დანაკარგი – დაახლოებით 100 დაღუპული და ამდენივე ტყვე.

19-20 დეკემბერს ეკატერინენფელდის ქართული ჯარების დაჯგუფებამ მიიღო შევსება და დაიწყო მზადება ჩრდილოეთის მიმართულებით შეტევისათვის – დაღეთსა და სამშვილდეზე – ზურგის უზრუნველყოფის მიზნით. შეტევა დაიწყო 21 დეკემბრის დილით და მედგარი ბრძოლები 25 დეკემბრამდის გრძელდებოდა, მაშინ აღებულ იქნა სოფელი დაღეთ-ხაჩინი და დამყარდა კონტროლი ეკატერინენფელდის ჩრდილოეთის მთელს ზონაზე.

დაღეთის აღების შემდეგ ქართულმა ჯარებმა დაიწყო მზადება სამხრეთის მიმართულების შეტევისათვის – ბოლნის-ხაჩინზე. Aამ საქმისათვის გამოყოფილი იყო 8 ქვემეხი, 33 ტყვიამფრქვევი და ათასამდის ხიშტი. ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, და 30 დეკემბრის შეტევა მოიგერიეს სომხებმა. 31 დეკემბრის ღამით ქართულმა ჯარებმა მიიღო შევსება, რომელიც სხვასთან ერთად შეიცავდა სამთო არტილერიის ცხენოსანთა ბატარეას. 31 დეკემბერს, გააფრთებული ბრძოლების შემდეგ ბოლნის-ხაჩინი აღებული იქნა ქართული ჯარების მიერ. სომხეთის განადგურებული ჯარების ნარჩენებმა დაიწყო სამხრეთის მიმართულებით უკან დახევა ფაქტიურად ვორონცოვკის მხარის დაუსახლებელი ზონის გავლით.

შულავერის ოპერაცია

22 დეკემბრისათვის ძირითად – შულავერის – მიმართულებით სომხურმა ჯარებმა მაქსიმალურად წაიწიეს თბილისისაკენ, მივიდნენ მდინარე ხრამამდის, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მომდევნო დღეს (23 დეკემბერს) ნაწილებმა გენერალ წულუკიძის მეთაურობით გაარღვია ალყა, დაშორდნენ სადახლოს. სომხური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ფაქტიურად ბორჩალოს მაზრის მთელი სადაო ტერიტორია ეკატერინენფელდის კოლონიის გამოკლებით.

გენერალი დრო (დრასტამატ კანანიანი)

24 დეკემბერს ბორჩალოს ფრონტზე მთელი სომხური ჯარების მთავარსარდალმა გენერალმა დრომ ქართულ სარდლობას გაუგზავნა ულტიმატუმი, რომელიც შეიცავდა ახალქალაქის მაზრის სომხეთისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის მოთხოვნას. ულტიმატუმის უარყოფის შემთხვევაში დრო იმუქრებოდა სამხედრო მოქმედებების გადატანას მდინარე ხრამიდან ჩრდილოეთის მხარეზე, რაც საქართველოს დედაქალაქის აღების მუქარის ტოლფასი იყო. [3]

საქართველოს მთავრობამ ულტიმატუმი უარყო, იმავდროულად შულავერის მიმართულების ყველა ქართული ჯარის სარდლად დანიშნა გამოცდილი გენერალი მაზნიევი (მაზნიაშვილი), მის მოადგილედ გენერალი სუმბათაშვილი, შტაბის უფროსად კი გენერალი გ. კვინიტაძე. ამ დანიშვნებით საქართველოს სარდლობა ქმნიდა თავდაცვითი ოპერაციებიდან შეტევაზე გადასვლის წინაპირობებს. ამას გარდა, ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის წყალობით ქვეყნის მასშტაბით დაიწყო არმიის, გვარდიისა და სახალხო ლაშქრის ახალი ნაწილების ჩამოყალიბება.

გენერალი გ. კვინიტაძე

გენერალი მაზნიევი (მაზნიაშვილი)
ვინაიდან, შულავერის მიმართულებით სომხურ ძალებს ჯერ კიდევ გააჩნდათ მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნდათ და ამასთანავე ინიციატივასაც ფლობდნენ, ქართული სარდლობის წინაშე დადგა ამოცანა სომხებისათვის გამოეტაცათ ინიციატივა პატარა ძალების აქტიური მანევრების გზით და ამით შეებოჭათ მოწინააღმდეგე, გამოერიცხათ სომხების იერიში თბილისზე ახალი შევსების მოსვლამდის.

24 დეკემბრის დილით ქართულმა არტილერიამ ჯავშანმატარებლის ცეცხლის დახმარებით გადალახა ხრამი და მოულოდნელი დარტყმით გაარღვია აშაღი- სერალის სადგური, რამდენიმე საათის შემდეგ კი მდინარეზე უკან მიმყოლმა ქართულმა ფეხოსნებმა დაიკავეს სოფელი პატარა შულავერი სოფელ იმირში სარკინიგზო ხიდი. [4]

იმავე დღეს ქართული არმიის ერთმა ბატალიონმა დაიკავა სიმაღლე, რომელიც აშაღი-სელარს შულავერისაგან ჰყოფდა. ქართული დაჯგუფებების შტაბი სადგურ სანდარიდან გადავიდა სადგურ აშაღი-სერალში – სამხედრო მოქმედებების ადგილის ახლოს, სადაც ომის დამთავრებამდის იმყოფებოდა. [5]

ახლა გენერალ მაზნიაშვილის გეგმის მიხედვით ქართველებს სომხების ძირითადი ძალები უნდა მოეშორებინათ თბილისის მიმართულებიდან, რომელიც იმ დროისათვის მეტად საშიში იყო. სომხეთის მთელი ძალების თბილისისაკენ მიმავალი რკინიგზის გაყოლებაზე დარტყმის შემთხვევაში ქართული მხარე ვერ შეძლებდა თავდაცვას, რამდენადაც ახალის შევსების მოსვლამდის თავის განკარგულებაში არ გააჩნდა საკმაო ძალები. ამიტომ მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე გადასულ ქართულ ნაწილებს ებრძანათ განეხორციელებინათ ყურადღების გადამტანი დარტყმა რკინიგზის სამხრეთით მდებარე შულავერზე. თუ სომხები, მიუხედავად ქართველების ამ მანევრისა, მაინც გააგრძელებდნენ თბილისზე შეტევას, მაშინ მთელი ქართული არმია მეტად ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. [6]

შექმნილ მდგომარეობაში სომხურმა მხარემ დაუშვა სერიოზული შეცდომა და დაიწყო ისეთი მოქმედება, რომელსაც ითვალისწინებდა მაზნიაშვილი: მან დაიწყო პრაქტიკულად თავის დაქვემდებარებაში მყოფი მთელი ნაწილების გადასროლა შულავერის დაცვაში. იქ, შუალვერში და მის გარშემო, სომხური არმიის გენერალ კოროლკოვის მიერ გამოცხადდა ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მობილიზაცია. [7]

იმ დროისთვის სადგურ სანდარზე მოსვლა დაიწყო ეშელონებმა ქართული ჯარის შესავსებად: პირველად მოვიდა ბატალიონები კახეთიდან, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოდან (ათასი ხიშტის საერთო რაოდენობით).[8] თბილისის აშკარა საშიშროებამ ჩაიარა, და ქართული სარდლობა შეუდგა დაგეგმის კონტრშეტევას, რომლის ძირითადი ელემენტი უნდა გამხდარიყო შულავერის დასაბრუნებელი ოპერაცია და იქ მყოფი სომხეთის არმიის ძირითადი დაჯგუფებების განადგურება.

შულავერის აღებისათვის ქართულმა ნაწილებმა განახორციელეს სომხური პოზიციების ღრმა საფლანგო შემოვლა და 25 დეკემბრისათვის გვარდიის ბატალიონი და არტილერიის ბატალიონი გადასროლილ იქნა დასავლეთით, სოფელ სარაჩლოსთან, რომელშიც სომხებისადმი მტრულად და საქართველოს მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი მუსულმანები ცხოვრობდნენ. სწორედ სარაჩლოსთან ახლოს განლაგდა ქართული არტილერია, გვარდიის ბატალიონმა კი ბრძოლით აიღო შულავერის ჩრდილოეთით მთავარი სიმაღლე. სარდლობის გეგმის თანახმად ამ სიმაღლის აღების შემდეგ, რომელიც იძლეოდა ქალაქთან მისასვლელების კონტროლის საშუალებას, უნდა დაწყებულიყო საერთო შეტევა. მაშინ დანარჩენმა ქართულმა არტილერიამ (14 ჰაუბიცა) დაიწყო მასირებული საარტილერიო მზადება.[9] ამ დღეებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში (და საერთოდ ყველა კავკასიური სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) გამოყენებული იქნა სამხედრო ავიაცია: ორმა ქართულმა აეროპლანმა ბომბები დააყარა შულავერის ახლოს მდებარე სომხურ პოზიციებს.[10] 26 დეკემბრისათის დაგეგმილი შეტევა კი არ განხორციელდა შემდეგი ინციდენტის გამო: არადისლოცირებული გვარდიულმა დანაყოფებმა, დღისით აღებული შულავერის ჩრდილოეთით მდებარე სიმაღლზე ღამით დასტოვა თავისი პოზიციები, მისი მეთაურის გენერალ ჩხეტიანის ყოველგვარი მცდელობის – შეეჩერებინა ის – მიუხედავად მაინც დაეშვა სოფელ სარაჩლოში „რათა სანგრებში არ გაყინულიყვნენ და დაელიათ ჩაი". [11]

შემდეგი დილისათვის გვარდიელების წინააღმდეგ მდგომმა სომხურმა რაზმმა, შეხედა რა, რომ სიმაღლეზე არავინ არის, ისევ დაიკავა ის. დრის განმავლობაში ქართულმა ნაწილებმა ისევ დაიკავა სიმაღლე, მაგრამ არც შემდეგ ღამესაც ისურვა ქართველება სანგრებში ღამის თევა და სომხებმა მესამედ დაიკავა მთავარი პოზიციები. გენერალმა ჩხეტიანმა ეს ყველაფერი მოახსენა შტაბში და ითხოვა გვარდიის ამ ნაწილის მეთაურობიდან მოხსნა, აღარ სურდა რა ამ უდისციპლინო კონტიგენტის მეთაურობა. [12]

ქართველი ჯარისკაცი
ამგვარად, 26 დეკემბრისათვის დანიშნული ოპერაცია ჩაიშალა. შემდეგი დღისათვის, 27 დეკემბერს მაზნიაშვილმა მაინც გადაწყვიტა შეეცადა ქალაქის აღებას პირდაპირი დარტყმით და თვით წაიყვანა ჯარები შეტევაზე, მაგრამ ეს შეტევა მოიგერიეს სომხებმა.

მაშინ ქალაქის აღებისათვის დამუშავდა სხვა სქემა. ამიტომ ჩრდილო-დასალეთით მოქმედი გვარდიის ნაწილები შეიცვალა რეგულარული არმიის ნაწილებით. მაშინვე, როგორც კი თბილისიდან საკმარისი რაოდენობის ჯარი მოვიდა, გადაწყდა რომ აქტიურად ემოქმედათ ორთავე მიმართულებით: პირველყოვლისა, საბოლოოდ აეღოთ იერიშით შულავერი და მეორე – დაერტყათ სადახლოზე რკინიგზის გაყოლებით, რათა შულავერში განლაგებული სომხური ნაწილები მოეწყვიტათ შევსებისაგან და წაერთმიათ მათთვის ორგანიზებული შეტევის შესაძლებლობა. სომხურმა მხარემაც არსებითად აღიქვა სადახლოს მიმართულება და 28 დეკემბერს აშაღი-სერალის სამხრეთით განალაგეს სომხური არტილერია, მაგრამ მისმა ცეცხლმა სადგურ აშაღზე ვერ მოიტანა არსებითი შედეგი. ამ დროისთვის სომხური ნაწილები შულავერის მიმართულებით გააძლიერეს მსროლელთა პოლკით, რომელიც საომარი მოქმედების ამ ზონაში ბაქოდან გადმოისროლეს. [13]

28 დეკემბრის დღის 12 საათისათვის დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა შულავერისათვის. ორსაათიანი საარტილერიო სროლების შემდეგ ქართული არმია 3 500 კაცის შემადგენლობით, [14] გადაჭიმული 10 კილომეტრიანი ფრონტით, წავიდა საერთო შეტევაზე. გააფრთებული ბრძოლების მიმდინარეობისას სომხურმა ნაწილებმა რამოდენიმეჯერ მოსინჯა უშედეგო კონტრშეტევა, მაგრამ ამავე დღის საღამოს ქართველებმა შეძლეს შულავერის აღმოსავლეთით სიმაღლეების აღება, ქალაქის თავზე მოქცევა.

29 დეკემბრის დილით ქართული საოფიცრო ნაწილი შევიდა შულავერში. სომხებმა სამხრეთისაკენ დაიწიეს – ნაწილობრივ სოფელ სიონისაკენ, ნაწილობრივ ხეობიდან გამომავალი რკინიგზის გასწვრივ, საიდანაც ქართულმა ნაწილებმა იერიშით გაფანტა. ქართველთა შეტევა სამხრეთისაკენ აშაღი-სარალი-სადახლოს გადასარბენის გასწვრივ ერთი დღე-ღამე გაგრძელდა, სანამ არ აიღეს. 30 დეკემბრის დილით სადახლოს სადგური ერთდროულად სოფელ ლამბალოთი მდინარე დებედის ორთავე ნაპირიდან შემტევი ორი კოლონით.

ერთდროულად, როგორც ქართულმა, ასევე სომხურმა სარდლობამ დაამუშავა მოწინააღმდეგის ღრმა ფლანგური შემოვლის გეგმები. სომხური გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ დაეპყროთ ლამბალოს აღმოსავლეთის სიმაღლეები და ამ სახით მიეტანათ იერიში ფლანგიდან და ზურგიდან სადახლოშიმყოფი ქართულ ჯარებზე, ქართული გეგმით კი საქართველოს ჯარებს უნდა წაეწია დასავლეთისაკენ, გადასულიყო ლოკის უღელტეხილზე და დაშვებულიყვნენ სადგურ სანაინთან, ესე იგი მოეჭრათ მტერი ზურგიდან.

ქართულ ჯარებს დროულად არ ეუწყათ თავისი მთავრობისაგან 31 დეკემბრის 24 საათისათვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დარტყმა იგეგმებოდა პირველი იანვრისათვის. სომხურ მხარეს ამ მხრივ უპირატესობა გააჩნდა, ზუსტად იცოდა რა საბრძოლო მოქმედებების დროებითი ჩარჩოები და გამოიყენა ეს, 30 დეკემბერს დაიწყო სადახლოდან უკანდახეული ნაწილებისა და ზურგიდან მოსული შევსების კონცენტრირება სადგურ აირუმის რაიონში, ლამბალოს ქედის მიმართულებით დასარტყმელად.

ამ დროისათვის ქართველებმა დაიწყეს სადახლოდან ძირითადი ძალების გაყვანა დასავლეთით, თავი მოუყარა რა ძალებს სიონი-ორფეთის რაიონში, იმისათვის რომ შემდგომში გადასულიყო ლოკის ქედზე, სომხურმა მხარემ იცოდა რა, რომ 31 დეკემბერი საომარი შესაძლებელი მოქმედებების ბოლო დღე იყო, ემზადებოდა სადახლოს ასაღებად. შეტევა დაიწყო 31 დეკემბერს დილით. სომხური ჯარები უტევდნენ აირუმიდან ორი კოლონით – დებედის ორთავე ნაპირიდან. მარცხენა კოლონა შეტევას ანხორციელებდა სოფელ და სადგურ სადახლოზე, მარჯვენა კი – სოფელ ლამბალოზე და თანა-დაღის მთაზე. მარცხენა კოლონამ წარმატებას ვერ მიაღწია: მრავალსაათიანი, გააფრთებული ბრძოლების შემდეგ ქართველებმა შეძლეს სომხური ნაწილების სადახლოდან განდევნა. სომხების მარჯვენა კოლონა უფრო წარმატებით მოქმედებდა და დაიკავა სოფელი ლამბალო, მიუხედავად ქართველების მცდელობისა გაედევნათ ისინი სოფელ მამაიდან სროლების შედეგად.

დღის ბოლოსათვის მოწინაააღმდეგე ნაწილების დისპოზიცია შესაძლებელია განისაზღვროს საკმაოდ ზუსტად, ორივე მხარის სარდლობის ხელმოწერით არსებული დოკუმენტით:

„31 დეკემბერს 24 საათისათვის საქართველოს ნაწილების მიერ აღებულ იქნა: სოფ. ოფრეთი, სოფ. გული-ბაღი, სოფ. სადახლო, სად. სადახლო, სოფ. ლამბალო, ქედი სადგურ სადახლოს ზემოთ 1554 მ. სიმაღლეზე, ჩრდილო აღმოსავლეთით 2660 მ. სიმაღლეზე, შემდეგ კი წარწერა „წყაროებამდის", რომელიც მდებარეობს ყაჩი-ყალადან ჩრდილოეთით" [15]

ხელმოწერის ორიგინალი: გენერალი მაზნიევი.

შენიშვნა: სოფელი ლამბალო და 2660 მეტრის სიმაღლე 31 დეკემბრის 24 საათისათვის დაკავებილი იყო ჩემს მიერ და მხოლოდ 1919 წლის გენერალ მაზნიევის წერილის ნომრით 139 საფუძველზე 1 იანვრის 8 საათისათვის დატოვებული იქნა, რათა არ მომხდარიყო ჩვენი ნაწილების უშუალო შეტაკება ჩვენს ნაწილებსა და ქართულ ქვედანაყოფებს შორის და აგვერიდებინა გაუთვალისწინებელი შედეგები. დანარჩენ პუნქტებს ვეთანხმები.

---------------------------------------------------------

[1] Чачхиани, стр.245
[2] Грузинская Гвардия (также известна как Народная Гвардия) представляла собой военизированные формирования , строившиеся по территориальному принципу и задуманные правительством Грузии как прообраз новых демократических вооруженных сил, в которых дисциплина и субординация уступили бы место сознательной самодисциплине «граждан-воинов». Согласно отзывам грузинских военачальников периода независимости (Квинитадзе, Мазниашвили и пр.), гвардейские части получали намного лучшее снабжение, чем единицы регулярной армии, но при этом отличались низкой дисциплиной и непрофессионализмом командного состава. (Авт.)

[3] Чачхиани, стр. 153,
ЦИАГ, ф.1864, оп.1, д.32, л.1
[4] Giorgi Mazniashvili, Mogonebani 1917-1925 (Batumi 1990), pp. 125-126
[5] Ibid., p.126
[6] Mazniashvili, p. 125
Квинитадзе, стр. 61
[7] Чачхиани, стр. 156
[8] Hovannisian, Vol. I, р. 114
[9] Чачхиани,, стр. 157
[10] Там же, стр. 159
[11] Квинитадзе, стр. 98
[12] Там же, стр. 98
[13] Еще в мае-сентябре армянские части, отступившие с турецкого фронта вели бои с турками и азербайджанцами на подступах к Баку. После падения города они отошли в сторону Дагестана с тем, чтобы вернуться к моменту капитуляции Оттоманской Империи. Британские оккупационные власти, занявшие Баку 17 ноября того же года не допустили вооруженные армянские формирования в город, но предписали им эвакуироваться в Армению (Авт.)
[14] Чачхиани – стр. 160
[15] Описание дается по двухверстовой карте (Авт.)
[16] ЦГИА 1864-1-39-21

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента