ЭКОНОМИКА

ვინ არის აფხაზი? (ნაწილი 2) (აფხაზი თუ აფსუა?)

20.11.15 19:49




ტერმინ-ტოპონიმ "აფხაზის" ფუძე (ძირი) "აფხა" და "ფხა" ასოციაციას იწვევს ქართულ ტერიტორიულ ტოპონიმებთან, როგორიცაა: სოფელი "აფხავი" (ანანურთან), "ფხოვი", ასევე სოფელი "აფხაზეთა" (XII ს.) სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში38. საინტერესოა, რომ "აფხა" მეგრულად მარჯვენა მხარს აღნიშნავდა39.

ტერმინებს "აფხაზი" და "აფხაზეთი" სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ჰქონდა თავისი როგორც ვიწრო, ასევე ფართო მნიშვნელობა (თუ დატვირთვა). თავდაპირველად "აფხაზეთად" (ძველი, გვიანანტიკური ხანის "აბაზგია") იწოდებოდა მდინარეების ბზიფის, აგრეთვე ფსოუსა და მზიმთის მთიანი ნაწილი. სწორედ ესაა საკუთრივ აფხაზეთი. საკუთრივ აფხაზეთი (ძირითადად, ბზიფის აუზის შუა და ზემო წელი) მოქცეული იყო დიდი კავკასიონის, ბზიფისა და გაგრის ქედებს შიგნით40.



აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველაზე უძველესი ცნობები აინტიკურ ხანაში აქ მოსახლე ტომების (ხალხების) შესახებ აქვთ ძველ ბერძენ მწერლებს: ჰეკატე მილეტელსა (ძვ. წ. აღ.ის VI ს.) და ფსევდო სკილაქს კარიანდელს (ძვ. წ. აღ.ის IV ს.). მათი ცნობებით დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ძველი დროიდანვე და მათი მოღვაწეობის დროს ცხოვრობდნენ კოლხური ტომები _ თვით კოლხები, კოლები და კორაქსები. კერძოდ, კორაქსების შესახებ ჰეკატე მილეტელი წერდა: "კორაქსები _ კოლხთა ტომია". კოლებსა და კორაქსებს ეჭირათ მდ. ბზიფსა და სოხუმს შორის მდებარე ტერიტორია, ხოლო ქ. დიოსკურია (ცხუმი, სოხუმი) სკილაქს კარიანდელის ცნობით, კოლხთა მიწაწყალზე მდებარეობდა41. მოგვიანებით კი ცხუმი აფშილების ადმინისტრაციული ცენტრი ხდება.

შეიძლება ერთმნიშვნელოვნად აღინიშნოს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ანტიკურ ხანაში დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა კოლხეთის სამეფოში, წაყროებით ძვ. წ. აღ.ის VII საუკუნეებში

იხსენიებიან: კოლხები, კოლები, კორაქსები, ჰენიოხები, მესხები, სანიგები და აფშილები. აბაზგები (აფხაზები) კი აქ ძვ. წ. აღ.ის VII საუკუნეებში არ იხსენიებიან, არ ჩანან. მხოლოდ ახ. წ. აღ.ის II საუკუნეში დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე იხსენიება აბაზგებიც42.

საკმაოდ ავტორიტეტული ბერძენი გეოგრაფოსი სტრაბონი (ძვ. წ. 6463 _ ახ. წ. 23/24 წწ.), რომელსაც ხელთ ჰქონდა წინა საუკუნეების სანდო წყაროები (მაგ., ძვ. წ. II საუკუნის არტემიდორე ეფესელი და სხვ.), და თვითონაც გააჩნდა პრეტენზია შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ტომების ღრმა ცოდნისა, _ ვერ ასახელებს აბაზგების (აფხაზების) სახელს43.

სტრაბონის ცნობებიდან საყურადღებოა აგრეთვე ისიც, რომ სვანები აფხაზეთის მობინადრეები იყვნენ, სხვანაირად გაუგებარი და აუხსნელი იქნება ის გარემოება, რომ სვანებს ეპყრათ დიოსკურიის ზემოთ კავკასიის მწვერვალები44. თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთობაშია ორი ცნება: "სვანი" და "კოლხი", ამაზე კარგად მეტყველებს პტოლემაიოსთან (100178 წწ.) დადასტურებული სახელწოდება სუანოკოლხები45.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ლეონტი მროველის მიერ მოცემული კავკასიის ხალხთა ეთნიკურ სქემაში არ არის აფხაზაბაზგების ეთნონიმი და თვით ეთნოსი. ლეონტის სქემა: ჰაოსი, ქართლოსი, ჰეროსი, მოვაკან, ბარდოსი, კავკასოსი, ლეკოსი, ეგროსი. მის სქემაში "აფხაზოსი" არაა, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი "აფხაზეთი" XI საუკუნეში ფართოდაა გავრცელებული ქართულ ენობრივპოლიტიკურ სამყაროში. იგი ეგროსის წილი ქვეყანაა. ლეონტი წერს: თარგამოსმა "ეგროსს მისცა ქვეყანა" ლიხის ქედიდან ზღვამდე, სადაც არს "მდინარე მცირისა ხაზარეთისა", ანუ მდ. ყუბანი. როგორც ვხედავთ, "აფხაზეთი" ეგრისის წილია. მთავარი ისაა, რომ ლეონტიმ იცის, _ მისი დროინდელი "საკუთრივ აფხაზეთი" ძველი კოლხეთის განუყოფელი ნაწილი იყო. ანდა, სხვაგვარად, ლეონტისთვის "აფხაზეთი ეგრისია46.

ლეონტის მოცემული ეგრისის წილი ქვეყანა ეს იგივე ძველი კოლხეთის სახელმწიფოა, ძვ. წ. აღ.ის VI საუკუნეში შექმნილი, რომლის საზღვრები იყო: აღმოსავლეთით _ ლიხის მთა, დასავლეთით _ შავი ზღვა, სამხრეთით _ ჭოროხაფსარონის რეგიონი, ჩრდილოდასავლეთით კი _ ანაპა _ ნოვოროსიისკის რეგიონი, სადაც იყო ქართველ ტომთა საცხოვრისი _ "ძველი ლაზიკა", სადაც გვიან ხანაში ბერძნებმა ახალშენი ნიკოფსისი გააშენეს. ცხადია, კოლხეთის სახელმწიფოში მთლიანად შედიოდა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაც, სადაც ძვ. წ. აღ.ის VI საუკუნიდან ახ. წ. აღ.ის II საუკუნემდე, აქ არც "აბაზგ" _ აფხაზები იხსენიება და, მითუმეტეს, არც "აფსუები"47.

ჩვენი წ. აღ.ის II საუკუნის ცნობილი რომაელი მოღვაწე ფლავიუს არიანე, რომელიც იმპერატორ ადრიანეს დროს სამსახურებრივი მოვალეობის გამო იმყოფებოდა რომის გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, მათ შორის დასავლეთ საქართველოში, ჩამოთვლის მთელ რიგ ქართველ ტომებს. სხვა ქართველ ტომებთან ერთად აღნიშნავს სვანებს. არიანე მიუთითებს, რომ ზიდრიტების გვერდით ცხოვრობენ ლაზები. მათი მეფე მალასა ყოფილა, რომელსაც სამეფო ტახტი რომის იმპერატორისაგან ჰქონია მიღებული. ლაზების მეზობლად არიანე ასახელებს აფსილებს და აბასკებს, რომელთა მეფეებს იულიანესა და რესმაგს მეფის ხელისუფლება ასევე ადრიანესაგან ჰქონიათ მიღებული. აბასკთა მეზობლად ცხოვრობდნენ სანიგები. "მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი". სანიგთა მეფეს სპადაგას ასევე მიუღია მეფობა რომისაგან48.

როგორც დავინახეთ, სანიგების ტერიტორიაზეა დღევანდელი სოხუმი ანუ მაშინდელი სებასტოპოლისი, რაც ანგარიშგასაწევი ფაქტია.

ქართველი ხალხის ცხოვრებაში მომხდარი ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად, აფხაზეთის ქალაქების საკუთარმა სახელებმა ჩვენამდე თითქმის უცვლელად მოაღწია. ასეთებია მაგ.: ბიჭვინთა, გაგრა, სოხუმი (ცხუმი), ოჩამჩირე, ანაკოფია, ილორი და სხვ. ქვეყანაში ისინი თავისი სოციალურეკონომკური, რელიგიური, საშიანო და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებით გამოირჩეოდნენ49.

სოხუმს ძველმა ბერძნებმა დიოსკურია უწოდეს, შემდეგ ბერძენრომაელმა ავტორებმა _ სებასტოპოლისი, რომლის ადგილობრივი სახელწოდება იყო ცხუმი, რაც დადასტურებულია ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში VIII საუკუნიდან (ჯუანშერის მატიანეში) და ამ სახით გვხვდება მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. ქალაქის სახელი ფორმით "ცხუმი" გამოიყენებოდა XIX საუკუნის შუა წლებამდე. არაბულ და თურქულ წყაროებში "ცხუმ" ფორმის ნაცვლად გვხვდება მისი ვარიანტები _ სუხäმუ და სუხუმ. თურქული ენა სიტყვის დასაწყისში თანხმოვანთა თავმოყრას ვერ გუობს და არც "ც" აფრიკატი მოეპოვება. ამიტომ "ცხუმ" "სუხუმად იცვლის სახეს50.

ცხუმი//ცხომი (უკანასკნელი ვარიანტი დასტურდება "ქართლის ცხოვრების" მარიამისეულ, თეიმურაზისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში) სვანურში ცხუმ//ცხვიმ//ცხ¸მ ცხმელა51

"ცხუმი", რომ დღევანდელი "სოხუმია" არ უარყოფს აფსუა ისტორიკოსი შალვა ინალიფა, მაგრამ ამავე დროს მიაჩნია, რომ "თუმცა სოხუმს აქვს კიდევ სხვა სახელი, თავისი ადგილობრივი ძველაბხაზური სახელი აკვა (აკუა) (ხაზგასმა ჩემია ა. ს.), რომელიც წარმოადგენს ქალაქის ერთადერთ გამოყენებით სახელწოდებას მკვიდრ მოსახლეობას შორის"52.

რომელია ეს მკვიდრი მოსალხეობა, რომელმაც სოხუმს "აკუა" შეარქვა? კი მაგრამ, რაღა გვიან პერიოდში გაახსენდა ამ დალოცვილ მკიდრ მოსახლეობას, რომ "აკუა" იყო ნამდვილი სახელი და არა ბერძენრომაელქართველ ავტორთა მიერ შერქმეული მეტსახელი.

ევროპული წყაროების მონაცემებით, XIV საუკუნის პირველ ნახევარში სოხუმში (ცხუმში) ცხოვრობდნენ ქართველები, ლათინები, მაჰმადიანები და ებრაელები53. აფხაზი რომ სხვა ეროვნებისა ყოფილიყო და არაქართველი, ბუნებრივია, წყაროები დააფიქსირებდნენ. აფსუები კი ქართულ "სარბიელზე" ჯერ არ გამოჩენილიყვნენ.

აბაზა _ აბაზგია _ აფხაზი ტერმინის ღრმა ლინგვისტური ანალიზის შემდეგ აკად. თ. გამყრელიძე ასეთ დასკვნამდე მიდის: "შავიზღვისპირეთის ეთნოკულტურული ვითარება ახ. წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გვკარნახობს შესაძლებლობას "აფხაზ"/"აბაზგ"ებში საკუთრივ დასავლურქართველური წარმომავლობის ტომები დავინახოთ, რომლებიც ახლო მონათესავენი უნდა ყოფილიყვნენ ძველ კოლხეთში მობინადრე სვანური და მეგრულლაზური ტომებისა. თვით უძველესი სახელწოდება ამ ტომებისა "აფხაზ" _ რომელიც ბერძნულ მეტყველებაში "აბაზგ" _ /"აბაზღ" ფორმად გარდაიქმნა, აგებულების თვალსაზრისით სავსებით "ქართველურია", ამ ენებში გავრცელებული (მაგრამ ბერძნულისათვის დაუშვებელი) ფხ ჰარმონიული კომპლექსის შემცველი და ახმოვნით დაწყებული. შდრ. ამ მხირვ უძველესი ქართული ტოპონიმი "აჭარა", რომელიც უკვე "ქართლის ცხოვრებაში" დასტურდება.

ძველი კოლხეთის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენდნენ ამ დროს სწორედ ეს დასავლურქართველური ტომები54.

თავის დროზე აკად. ნ. მარიც აღნიშნავდა, რომ ხალხი, რომელიც სვანური ტომებისაგან შედგებოდა, თავდაპირველად არ ატარებდა "სვან" სახელწოდებას, არამედ მისი ეთნიკური სახელწოდება იყო "აბასხი". არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ "აბასხ" ტერმინის თავდაპირველი ფორმა ყოფილიყო ბასხ//ბასყ (შდრ. "ბასკ"ი), რაც სვანურია და მარწყვს ნიშნავს.

ამგვარად, ებზე მომდინარეობს აბაზა ტერმინიდან და ისტორიულად დასავლეთ საქართველოს ძირძველ, სუანოკოლხურ ტომებს აღნიშნავდა. აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბებიდან (VIII ს.) ეს ტერმინი უფრო ფართო მინშვნელობით გაიგება რუსი და სხვა ევროპელი ავტორებისათვის. ისინი ებზეობეზის ხშირად მთელი საქართველოს აღმნიშვნელადაც ხზმარობენ. VIII-XII საუკუნეებში ზოგჯერ ანალოგიურ ფაქტს ვაწყდებით აღმოსავლურ წყაროებშიც.

საისტორიო წყაროებში სახელმწოდება "აფხაზები" VIII საუკუნეზე ადრე არ არის დადასტურებული. ეს ტერმინი ქართულ მწერლობაში ჩნდება იმ ხანიდან, როდესაც იგი აღნიშნავს არა მხოლოდ საკუთრივ აბაზგებს, არამედ საერთოდ აფხაზეთის მიწა- წყლის მკვიდრთ, რომლებშიც მეგრულზანური, სვანური და აღმოსავლეთქართველური ტომებიც იგულისხმება55

საისტორიო წყაროებში სახელწოდება "აფხაზები" VIII საუკუნეზე ადრე არ არის დადასტურებული. ეს ტერმინი ქართულ მწერლობაში ჩნდება იმ ხანიდან, როდესაც აღნიშნავს არა მხოლოდ საკუთრივ აბაზგებს, არამედ საერთოდ აფხაზეთის მიწაწყლის მკვიდრთ, რომლებშიც მეგრულზანური, სვანური და აღმოსავლურქათველური ტომებიც იგულისხმება56.

დასავლეთ საქართველო იცვლიდა ხოლმე თავის სახელწოდებას იმისდა მიხედვით, თუ ამ ქვეყანაში _ დასავლეთ საქართველოში, რომელ ტომს ჰქონდა მოპოვებული უპირატესობა. დასავლეთ საქართველოში რამდენიმე სხვადასხვა ქართული ტომი ცხოვრობდა. ესენი იყვნენ: კოლხები, სანიგები, ლაზები, აბაზგები და სხვები.

როდესაც დასავლეთ საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვეს კოლხებმა, თვით სახელმწიფოსაც ერქვა კოლხეთი ანუ კოლხიდა. როდესაც შემდგომ საუკუნეებში (დაახლოებით პირველი საუკუნიდან) პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვეს ლაზებმა, მთელ სახელმწიფოსაც ეწოდებოდა ლაზეთი ანუ ბერძნულად ლაზიკე. მერვე საუკუნიდან დასავლეთ საქართველოში გაძლიერდა აბაზგების ქართული ტომი და ქვეყნის სათავეში აბაზგთა ტომის მთავარი მოექცა. ამიტომაც მთელ დასავლეთ საქართველოს ეწოდებოდა აბაზგია ანუ აბაზგეთი, ე. ი. აფხაზეთი57.

ნიშანდობლივია ვახუშტი ბატონიშვილის აზრი დასავლეთ საქართველოს შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ "ქვეყნისა ამის სახელნი არიან საერთოდ სამი: პირველად ეგირისი, მეორედ აფხაზეთი, მესამედ იმერეთი".58

ჯერ კიდევ ლეონ აფხაზთა ერისთავი, რომელსაც ქვეყანა კლისურითგან ხაზარეთის მდინარემდე მამულობით სამკვიდრებლად უპყრია (ეს რეალური ცნობაა, ასე სწამთ XI საუკუნის სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეებს) არჩილ მეფეს ყმობას შესთხოვს იმ პირზე: "შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი ესე დღეს ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა, არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენადვე იყოს".

ცხადია ჯუანშერის აზრთა მსვლელობა შემდეგია: არჩილმა განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლიტიკური ღონისძიება გაატარა: აქამდე მოხელე ერისთავები მემკვიდრე მფლობელებად აქცია, ქვეყნის ნახევარი მათ ნამზითვად დაუმტკიცა და ეს სიძეერისთავები მეფის "შვილებად და ძმებად" გაიხადა. აი, ასეთ ერისთავობას, ე. ი. მეფის ასეთ ყმობას ხალისით იზიარებს აფხაზთა ერისთავი, რომელიც თვით შესძღვნის პატრონს თავის ქვეყანას59.

VIII საუკუნეში აფხაზეთის ტერიტორია ბიზანტიის ხელდებული ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართლის ერისმთავარს არავითარი უფლებები არ ჰქონდა ამ ძირძველ ქართულ მიწაზე. როდესაც ლეონ მეორე სარგებლობს ბერძენთა დაუძლურებით და ხაზარების დახმარებით მათ განუდგება, ამავე დროს, ითვალისწინებს რა ქართლის ერის მთავართა სისუსტეს, ბედავს აფხაზეთის მეფედ თავის გამოცხადებას. "მატიანე ქართლისაის" ავტორის ცნებით, როდესაც ლეონმა "დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე და სახელ იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერი (ხაზგასმა ჩემია ა. ს.) და შემდგომად ამისა ჯუანშერცა მიიცვალა"60.

გამოდის, რომ ლეონი აფხაზთა მეფე ვერ გახდებოდა, თუ ქართლის ერისმთავრებიდან იოანე _ გარდაცვლილი და ჯუანშერი მოხუცებული არ იქნებოდა. ქართლში ამ დროს ძლიერი ხელისუფლება რომ ყოფილიყო, კუთვნილ მშობლიურ მიწას თვითონვე შემოიერთებდა და ბერძენთა მიერ დასმული ერისთავის შთამომავლის ანაბარა არ მიატოვებდა.

ფეოდალური საქართველოს ერთ მონარქიად გაერთიანებისათვის ბრძოლა სწორედ აფხაზთა სამთავროში იწყება. ე. ი. ამ დიდი ეროვნული მოძრაობის ინიციატორები აფხაზთა ფეოდალური წრეები იყვნენ აფხაზ მთავართა წინამძღოლობით; ის, რომ აფხაზთა მთავარ ლეონს, რომელმაც VIII საუკუნის 70იან წლებში საკუთრივ აფხაზეთი დანარჩენ ეგრისთან გააერთიანა, თავისი რეზიდენცია კი ანაკოფიიდან ქუთაისში _ ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრში _ გადმოაქვს; ის, რომ ამიერიდან ორასი წლის განმავლობაში "აფხაზთა მეფეები" ყველაზე აქტიურად იბრძვიან საქართველოს გაერთიანებისათვის; ის, რომ "აფხაზთა მეფეები" იმთავითვე IXX საუკუნეებში ქართული მონასტრებისა და საეპისკოპოსო კათედრების დამფუძნებლებად გვევლინებიან, და ბოლოს ის, რომ იმავე IXX საუკუნეებიდან საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე (საერთოდ დასავლეთ საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ) ქართული ეპიგრაფიკა ვრცელდება...

ყველაფერი ამის შედეგად სრულიად ბუნებრივია, რომ აფხაზთა წრიდან გამოსული პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები, რომლებიც ქართულ კულტურულპოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწეობდნენ, "ქართველები" იყვნენ და "ქართველებად" გრძნობდნენ თავს სწორედ იმ ზოგადეროვნული მნიშვნელობით, როგორც ამ საუკუნეებში შეიძინა ამ ეთნონიმმა61. შემთხვევითი არ არის, რომ "ლეონიდების" გარდა "აფხაზთა სამეფოს", IX საუკუნის მეორე ნახევარში, სვანი შავლიანები განაგებდნენ62.

აფხაზთა სამეფო ქართული საელმწიფო რომ არ ყოფილიყო, მისი დედაქალაქი იქნებოდა არა ქართული მოსახელობის შუაგულში მყოფი, ძველი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ცენტრი ქუთაისი, არამედ ანაკოფია (აფხაზეთის საერისთავოს ცენტრი), ეკლესია ან არ გამოეყოფოდა კონსტანტინოპოლის სამწყსოს და თუ გამოეყოფოდა, ჩამოყალიბდებოდა საკუთრივ აფხაზეთის ეკლესია, არ დამკვიდრდებოდა წირვალოცვა ქართულ ენაზე და არ შეუერთდებოდა მცხეთის საკათალიკოსოს63.

მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველო აფხაზეთის ერისთავთა დინასტიის მეთაურობით ერთ სამეფოდ გაერთიანდა, ბუნებრივია, თუ ამ სამეფოს ეწოდა "აფხაზეთი" და ბუნებრივია ისიც, რომ XI საუკუნის მეორე ნახევრის მემატიანე, რომელიც ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით იწყებს ფაქტობრივად თავის ისტორიას, ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოს სახელმწიფოს მხოლოდ "აფხაზეთს" უწოდებს, თუმცა მისთვის, როგორც ვიცით, "ეგრისიც" არ არის უცნობი65. VIII საუკუნის 70იან წლებში და შემდგომ "აფხაზეთი" ეწოდებოდა არა მხოლდ საკუთრივ აფხაზეთს, არამედ მთელს დასავლეთ საქართველოს (ჩვენ ეს უკვე ვიცით "მატიანე ქართლისაიდან" და აგრეთვე "აბო ტფილელის მარტვილობიდან")66.

დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შემდეგ "მეფე აფხაზთა" მუდმივად დარჩა ქართველ მეფეთა ტიტულატურაში: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა..." და ა. შ. აქ უნდა გავითვალისწინოთ მიმართულებაც _ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ისტორიული სამართლიანობაც: ქართული სახელმწიფოს გაერთიანება დაიწყო აფხაზეთიდან, როცა იქ გამეფდა ბაგრატ III და, რაც მთავარია, მეფეთა და იმპერატორთა ტიტულატურა არასდროს იწყება დაპყრობილი მიწებიდან. გავიხსენოთ რუსი იმპერატორების ტიტულატურა: "ხელმწიფე იმპერატორი და თვითმპყრობელი სრულიად რუსეთისა, მოსკოვისა, კიევისა, ვლადიმირისა, ნოვგოროდისა, მეფე ყაზანისა, მეფე ასტრახანისა, მეფე ციმბირისა..." და ა.შ.

განა შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტიტულატურა დაწყებულიყო არა სიტყვებით "სრულიად რუსეთისა, მოსკოვისა", არამედ "ყაბარდოსი", რომელიც აგრეთვე იხსენიება იმპერატორის სამფლობელოში? აქ გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ რუსეთის იმპერიის შექმნა დაიწყო მოსკოვიდან და არა კიევიდან, ხოლო შემდეგ მოხსენიებულია დაპყრობილი მიწებიც. ან გავიხსენოთ შაჰაბასის რეგალიები, რომ ის იყო შაჰი სრულიად ირანისა და შემდეგ იყო მფლობელი ლურისტანის, არაბისტანის, ქურთისტანის, ავღანისტანის, გურჯისტანის და ა. შ.

შეიძლებოდა სხვაგვარად მოქცეულიყვნენ ქართველი მეფეები? არა, არ შეეძლოთ მათ თავი გამოეცხადებინათ ჯერ სხვა ხალხთა მეფედ, შემდეგ კი საკუთარი ხალხისა! აფხაზთა მეფობა არა მარტო მათი გაგებით, არამედ თვით იმდროინდელ აფხაზთა, ქართველთა (ანუ აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლის) მოსახლეობის), კახთა და სხვათა, აგრეთვე ქართველ მეფეთა უცხოელი კოლეგებისა და მეზობელი ხალხების გაგებით ნიშნავდა იმავე ქართველთა (დასავლეთ საქართველოს ქართველთა) მეფობას.

ამიტომაც, თუ XIII საუკუნეში არა "აფხაზურქართული გაერთიანებული სახელმწიფო", არამედ ქართული სახელმწიფო სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც "აფხაზეთი", ე. ი. "აფხაზეთი" და "საქართველო" სინონიმებად ითვლება, ამაში არაფერია უჩვეულო და გასაკვირ67. ანუ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ აკად. ნიკო ბერძენიშვილის შეფასება, რომ "აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო, და აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როოგრც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი, როგორც ქართლი და ქართლელი..."68

ამრიგად, უცხოური წყაროების მიერ საქართველოს აფხაზეთად მოხსენიება ფგაქტობრივად ქართული სინამდვილიდან მომდინარეობს, სადაც გაერთიანებული საქართველოს მეფეებიც, დაწყებული ბაგრატ მესამით, რომლითაც მთავრდება აფხაზთა მეფეთა დივანი, დავით აღმაშენებლის ჩათვლით "სამეფო აფხაზეთისა"ს, იგივე საქართველოს, მეფეებად იყვნენ მიჩნეული69.

და კიდევ, ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურა ქართული ქვეყნების პროცესს ასახავს და არ არსებობს საფუძველი თვალსაზრისისათვის, რომ ტიტულატურაში პირველ ადგილზე "აფხაზთა" მეფის არსებობა აფხაზთა ან აფხაზეთის რაიმე განსაკუთრებულ როლზე მიუთითებდეს საქართველოს გაერთიანებაში. გაერთიანება გამოჩენილი პოლიტიკოსის, ეროვნული მოღვაწის იოანე მარუშისძის ხელმძღვანელობით, ქართლისა და დასავლეთ საქართველოს ძალებით განხორციელდა და შეიქმნა სახელმწიფო "საქართველო", ე. ი. ქართველებით დასახლებული ქვეყანა70.

XII საუკუნის პირველ ნახევარში, უცნობი სპარსელი ავტორის მიერ შედგენილ საისტორიო თხზულებაში ქართველისა თუ საქართველოს აღსანიშნავად გამოჩნდა ტერმინი "აფხაზი". ხოლო თუ რა უნდა იყოს ამის მიზეზი, უმლავე ნათელი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ თხზულებას დიდი დავით აღმაშენებლის მეფობის მომსწრე ადგენდა71. ასევე გრძელდება დემეტრე პირველის მეფობის პერიოდში. დავითისა და თამარის წინა ეპოქაში სხვადასხვა სახის სპარსულ წყაროებში საქართველო და ქართველობა მოიხსენიება "გორჯესთანისა" და "გორჯების" სახელწოდებით72.

სპარსელი ისტორიკოსები "აფხაზს" ანუ აფხაზეთს მიიჩნევენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად73. აფხაზეთი რომ საქართველო იყო და ქართული სულის განსახიერება, კარგად ჩანს XII საუკუნის სპარსელი პოეტის ხაკანის სიტყვებიდან: "მშვენიერი ქალის სიყვარულის გამო გავხდი აფხაზეთის მკვიდრი და ქართულად ვიწყე ლაპარაკი"74.

ზოგიერთი სპარსელი ავტორი სიტყვა საქართველოს საერთოდ არ ახსენებს. მათ საქართველოს აღმნიშვნელ ტერმინად აფხაზეთი მიაჩნიათ. მაგალითად, ჰამდალაჰ ყაზვინი გიორგი მესამის ლაშქრობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ "აფხაზთა მეფე შეესია ისლემობის მიწაწყალს... აფხაზები უკუქცეულნი დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში... არას დროს ისლემობას აფხაზებთან ასეთი ბრძოლა არ ჰქონიათ..."75 ასევე, XII საუკუნის საომარ ოპერაციებთან დაკავშირებით, სადრადდინ... ალ ჰუსაინის თქმით, "აფხაზთა (ე. ი. ქართველთა ა. ს.) მეფე აიძულეს, გაქცეულიყო76. ან კიდევ, "არაბთა ისტორიკოსები _ აღნიშნავდა აკად. ივ. ჯავახიშვილი _ ზოგჯერ მთელ საქართველოს სამეფოსაც კი აფხაზეთად უწოდებდნენ და საქართველოს მეფეს აფხაზთა მეფედ იხსენიებენ"77.

რუსული ტერმინი "ობეზ" ეტიმოლოგიურად უკავშირდება "აბაზგ", "აფხაზ" სახელწოდებას, სავსებით შესაძლებელია, რომ იგი "აბაზა"დან ან "აბაზინი"დან წარმოიშვა, მაგრამ შინაარსობრივად საქართველოსა და ქართველებს ნიშნავდა78.

მეტად საინტერესო, რომ ყარაჩაელები და ბალყარელები სვანების აღმნიშვნელ ეთნონიმად ებზეს ხამარობენ. ს. ჯანაშიას აზრით, "ებზე" მომდინარეობს "აბაზა" ტერმინიდან79.

ახლა შევეხებით კიდევ ზოგიერთ სადავო საკითხს. კერძოდ, თავის ძეს თამარი თიკუნად "ლაშას" უწოდებს. "ისტორიანისა და აზმანის" ავტორი გვეუბნება _ ლაშა, აფსართა ენითა, განმანათლებლად სოფლისა ითარგმნებაო. მკვლევართა ნაწილის აზრით: იმიერკავკასიის მოსახლეობის გულის მოსაგებად მომავალ ხელმწიფეს ორი სახელი ჰქვია _ ქართველთა სადიდებელი წმინდანისა და იმიერკავკასიელთა წარმართული ღვთაების: ლაშაგიორგი ანუ ნათელი გიორგი, რაც თეთრი გიორგის ასოციაციას იწვევს80. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფრაზა _ "ლაშა" "აფსართა ენით" "ითარგმნაო", "ქართლის ცხოვრების" ხელნაწერებში ჩნდება XVIII საუკუნიდან. ადრე კი თამარის ისტორიის ტექსტებში ეს სიტყვები არსად ყოფილა და, ცხადია, არც უნდა იყოს ამ ავტორის კუთვნილება. ეს დამატება "ქართლის ცხოვრებაში", ეტყობა, მას შემდეგ შეუტანიათ, რაც "ქართლის ცხოვრების" ტექსტები საფუძვლიანად გაასწორეს და შეავსეს ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის დროს XVIII საუკუნის დამდეგს.

ის ფაქტი, რომ სიტყვები "აფსართა ენითა" "ქართლის ცხოვრებაში" XVIII საუკუნიდან გაჩნდა, იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ თავდაპირველ ტექსტში ისინი გვიანაა ჩართული. ამდენად, ჩამატებული სიტყვები ვეღარ გამოდგება იმის საბუთად, თითქოს XII საუკუნეში, თამარის ისტორიკოსის ცნობით, "ლაშა" ნიშნავს "განმანათლებელს სოფლისა" "აფსართა", ე. ი. "აფსუების"? ენაზეო.

ვის უნდა დასჭირვებოდა ამ სიტყვების ჩამატება და რას უნდა ნიშნავდეს სახელწოდება "აფსარნი"? ვინ უნდა იყვნენ ისინი?

ეტყობა, "ქართლის ცხოვრების" მკითხველებს კარგა ხანს არ ესმოდათ თუ ვის ენაზე ნიშნავდა სიტყვა "ლაშა" "განმანათლებელს სოფლისა". თამარის ისტორიაში ხომ მარტივად ჩაწერეს "ითარგმნებაო".

და აი, ვიღაცამ განიზრახა მკითხველებისათვის განემარტა, რომ "ლაშა" "განმანათლებელს" ქვეყნისა ნიშნავს აფხაზების ენაზე. მაგრამ როგორ მოქცეულიყო კომენტატორი? ქართველების ტრადიციული წარმოდგენებით აფხაზეთი თავისი მოსახლეობითურთ ძველთაგანვე საქართველოს და ქართული სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო. ახლა კი, კომენტატორის დროს, აფხაზეთის მოსახლეობის გვარიანი ნაწილი უკვე ახალი აფხაზები, არაქართული მოდგმის, მათივე გამოთქმით, აფსუები იყვნენ. გაითვალისწინა რა ეს, კომენტატორმა მეტი სიზუსტისათვის სწორედ ეს ფორმა _ აფსუა იხმარა და განმარტებამაც ამგვარი იერი მიიღო: "განმანათლებლად სოფლისა აფსართა ენით ითარგმნაო". აფსართა, სახელობითში აფსარნი, ე. ი. აფსუები, აფსუების ძველი ქართული ფორმაა, როგორც მაგალითად, სომხეთის, ქვემო ქართლის ერთი ნაწილის მცხოვრებთ აღნიშნავდნენ ტერმინით _ "სომხითარნი"81. თუმცა მთლად ასეც არ არის საქმე.

მდინარე ჭოროხის მეორე სახელია აფსაროსი. "აფსარი" (ბერძნულად ნიშნავს "თევზი")="უთევზო"82. როდესაც ანტიკური პერიოდის ტერმინ აფსაროსზე მსჯელობენ, აფსუები თავის ძირებზე მიუთითებენ. სინამდვილეში კი, "როდესაც პროკოპი კესარიელი (VVI სს.) კოლხეთის ქალაქ აფსარუსზე მსჯელობს, შემდეგს ამბობს: "ძველად მას ეწოდებოდა აფსირტოსი _ კაცის სახელი, აქ გადატანილი უბედურების გამო. მკვიდრნი ამბობენ, რომ აქ მედეასა და იასონის ვერაგობით ადამიანებს გამოაკლდა აფსირტე და ამის გამო ადგილმა მისი სახელი მიიღო; ის ხომ ამ ადგილას მოკვდა და ეს ადგილიც მისგან იწოდა ასე... ამ აფსირტეს საფლავი არის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში"83.

"აფხაზურში" არც აფსირტეს მსგავსი, ფონეტიკურად ახლო მდგომი რაიმე კულტის არსებობა დასტურდება. სამაგიეროდ სვანურ ღვთაებათა პანთეონში არსებობს ნადირთა და მონადირეთა მფარველი აფსასტ84.

რაც შეეხება სახელი "ლაშას" განმარტებას, რატომ მაინცდამაინც აფსუათა ანთროპონიმის მიხედვით უნდა ავხსნათ, მაშინ, როცა ტერმინი "ალაშა" ქართულია და "ტაიჭს" ნიშნავს85. სულხანსაბას განმარტებით, ლაში პირის ქვედა ბაგეა86.

ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო ცენტრი მდებარეობდა ფშავის არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ე. წ. "ლაშარის გორზე"; ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც გიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენით წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისაგან და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვარის კულტი, გარდა ფშავისა, გავრცელებული იყო თუშეთში, ხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რაიონებში, მეზობელ ჩრდილო კავკასიის მთიელებში. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთერთ ყვეალზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მაშასადამე, საქართველოს მეფეებისაგანაც), ადგილმამულს, ზვრებს კახეთში და სხვ.

არსებობს შეხედულება (ვახუშტი), რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ. ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც. ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი ძველი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს, რასაც ქრისტიანობის ხანაში ლაშა გიროგის კულტი შეერწყა (ისევე როგორც თამარაქიმ დედოფლის კულტს თამარ მეფის კულტი). ქართულ ფოლკლორში ლაშარის ჯვრისადმი (ლაშარელასადმი) მიძღვნილი მრავალი ლექსი მოიპოვება: "ლაშარელაის ლურჯასა"!, "ლაშარის ჯვარი ჯავრობდა", "დიდობდა ლაშარის ჯვარი", "თამარ დედოფალი და ლაშარის ჯვარი" და სხვ.87

დავით ჩუბინაშვილის განმარტებით, ლაშა ბალახს ნიშნავს88, ხოლო იმრულ დიალექტში ლაშა ტუჩას, დიდტუჩიანის აღმნიშვნელია. ამასთანავე "ლაშა" გვხვდება თურქულ და სპარსულ ლექსიკონებშიც. "ლაშას" მსოფლიოს დაახლოებით" ოცდახუთ ენაზე მაინც აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა89. ცნობილი ისტორიკოსი ზურაბ ანჩაბაძე მიიჩნევდა, რომ თამარის დროს ცხუმის ერისთავი შერვაშიძე იყო (ჩაჩბა)90, მაგრამ თამარის ისტორიკოსთან არავითარი ჩაჩბა არ არის მოხსენიებული. ცნობილია, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული პირველი გვარსახელი (და ისიც ქართული წარმოშობისა) _ შერვაშიძე "ქართლის ცხოვრებაში" მხოლოდ XIII საუკუნეში ჩნდება, ფეოდალური გვარსახელების ნაწილი XVI-XVII საუკუნეებიდან, ხოლო "აფხაზური" გლეხური გვარები XVIII-XIX საუკუნეებში91. წყაროებში მითითებული დოთაღო შარვაშიძე ქართველია, ხოლო XVII-XIX საუკუნეების შერვაშიძეები აფსუები არიან.

შემთხვევით მოვლენას არ წარმოადგენს, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შერვაშიძე მშობლებმა აღსაზრდელად ეროვნებით უბიხს _ ჰაჯი დამომუყვა ბარზეგს მიაბარეს. ამ სკოლაში უნდა მიეღო მომავალ მთავარს ის თვისებები, რომლებიც იმდროინდელ უბიხსა და ჩერქეზს ახასიათებდა92. საერთოდ, აფხაზები (აფსუები) გაძიძავებას მიმართავდნენ არა მხოლოდ ერთმანეთში, არამედ ჩერქეზთა სხვადასხვა ტომებში. ამ მხრივ უბიხთა ტომი, რომელიც დასავლეთ კავკასიაში მესამე დამოუკიდებელი ეთნიკური ერთეული იყო, ამავე დროს წარმოადგენდა აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის დამაკავშირებელ რგოლს93. ბუნებრივია, რომ ჩამოსახლებულ აფსუებს მამამძუძეობისაკენ სწრაფვა თავისი მოძმე მთიელებისაგან ჰქონდათ მიღებული. საგულისხმოა, რომ ს. ჯანაშია ადიღეს ავტონომიური ოლქის, სოფელ ულაფში მცხოვრებ აბაზებს პირიქითელ აფხაზებს უწოდებს94.

ადიღეურ ტომებთან ამ გზით კავშირის არსებობის ფაქტი ახალი აფხაზების მათთან ეთნიკური მონათესაობის მანიშნებელია და მისი განმტკიცების საშუალებაც. გენეტიკური და ყოფითი სიახლოვე რომ არა, "აფხაზური" აღზრდის სისტემაში არ იქნებოდა გათვალისწინებული ადიღეურჩერქეზული ადათწესების ცოდნა. "აფხაზის" შეგნებით, მოზარდი იმ ხალხის ტრადიციებსაც უნდა ზიარებოდა, რომელთანაც სისხლით და მოყვრობით ნათესაობასთან ერთად ყოფაცხოვრებისა და სულიერი კულტურის იდენტურობითაც იყო დაკავშირებული. ურთიერთშორის აღსაზრდელად გაბარება საერთო ტრადიციების შენარჩუნების აუცილებელ პირობად ითვლებოდა95.

საერთოდ, ეთნოგრაფიული კვლევაძიების საფუძველზე დადგენილია, რომ "აფხაზი" ფეოდალები შვილებს (ვაჟებსაც და ქალებსაც) აღსაზრდელად აძლევდნენ ჩერქეზებსა და ჯიქებს96.

ახლა დავუკვირდეთ კვლავ ზემოთ აღნიშნულ ფაქტს: მიხეილის აღმზრდელი ქართველი კი არ არის, არამედ აფსუების სისხლი და ხორცი, მათი თანატომელია. ე. ი. მომავალ მთავარს აქ უნდა ესწავლა "ადიღეხაბზ" ანუ ადიღეური რჯული, "აფხაზურ"ჩერქეზული (ადიღეური) ტომებისათვის საერთო მოქცევის წესების ურთულესი სისტემა... და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, უბიხური და ჩერქეზული ენები.

რუსი ოფიცერი ტორნაუ, რომელიც მთავრობის საიდუმლო დავალებით მუშაბოდა დასავლეთ კავკასიის მთიელთა შორის და პირადად იცნობდა მიხეილს, წერს: "მიხ. შერვაშიძე... მაშინ (1835 წ.) იყო დაახლოებით ოცდაოთხი წლის ლამაზი ჭაბუკი. მას ჰქონდა ყველა თვისება, რომელსაც დიდ ფასს აძლევენ ჩერქეზები"97 (ხაზგასმა ჩემია ა. ს.).

აქედან ჩანს, რომ მიხეილი თვისტომის _ ჩერქეზაფსუას შეფასების მიხედვით იზრდება და არა ქართული ტრადიციით.

როდესაც 1854 წლის მარტში მეფის ნაცვლის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალმა რეადმა საჭიროდ მიიჩნია რუსი ჯარების გამოყვანა აფხაზეთიდან შემთხვევით არ იყო, რომ ამ უაღრესად ძნელი ოპერაციის შესრულება მან აფხაზეთის მთავარს გენერალადიუტანტ მიხეილ შერვაშიძეს მიანდო. შერვაშიძეს ჩრდილო კავკასიის ტომებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დიდი გავლენით სარგებლობდა მათ შორის. მიხეილმა ყოველი ღონე იხმარა ამ დავალების წარმატებით შესასრულებლად და, მართლაც, მოახერხა სრულიად უდანაკარგოდ გადმოეყვანა რუსის ჯარი აფხაზეთიდან სამეგრელოში98.

გვიანი ფეოდალიზმის დროს "შესაძლოა ვიფიქროთ _ აღნიშნავდა აკად. ს. ჯანაშია, _ რომ მაშინდელი შარვაშიძეები გენეალოგიურად არ იყვნენ დაკავშირებულნი ამ გვარის სახელის უძველეს მატარებლებთან. ფოედალური ძალმომრეობის ხანაში რა გასაკვირია, რომ მთავრის უფლება ერთი საგვარეულოდან მეორეში გადასულიყო თვით "შარვაშიძის" სახელთან ერთად, რომელსაც ამ შემთხვევაში სამთავრო ტიტულის მნიშვნელობა ჰქონდა. ასეთ მოვლენას მეზობელ სამეგრელოშიც ვხედავთ, სადაც გვარის სახელი "დადიანი" ოდიშის მფლობელის წოდებად იქცა და სადაც დადიანობას სხვადასხვა გვარი ითვისებდა სხვადასხვა დროს. (უკანასკნელი დადიანები ჩიქოვანთა საგვარეულოდან არიან)"99. ასე რომ, გვარიწოდებათანამდებობად იქცა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ისიც ხდებოდა, რომ წოდება, თანამდებობა გვარად იქცეოდა ხოლმე. მაგალითად, სხვადასხვა დროს სხვადასხვა გვარი ფლობდა ერისთავის, ამირეჯიბის, მეღვინეთუხუცესის და სხვა სახელოებს, რაც შემდეგ გვარებად აქციეს.

"თვით აფხაზებში ფორმა "შარვაშიძე" სრულიად უხმარებელია: ადგილობრივ ეს საგვარეულო ჩაჩის ("ჩაჩბა") სახელით არის ცნობილი და თუმცა აფხაზურს ძირების უაღრესად გაცვეთა სჩვევია, მაინც აფხაზური ფორმა ქართულს იმდენად არის დაშორებული, რომ შესაძლებელია ეს სახელები სხვადასხვა წარმოშობისაც იყოს. აფხაზეთის უკანასკნელ მფლობელთა ნამვდილ საგვარეულო სახელწოდების შესახებ ხხოვნის შენარჩუნება ადგილობრივ იმიტომაც უნდა ყოფილიყო ადვილი, რომ მთავრის უფლების აღსანიშნავად აფხაზურში არსებობდა და იხმარებოდა სპეციალური ტერმინი (აჰმთავარი, აჰრამთავრობა), თან ისიც საგულვებელი ხდება, რომ ჩაჩბებზე ადრე "შარვაშიძეობა" ანჩაბაძეთა საგვარელოს ხელში უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს აფხაზური თქმულება, რომ წინათ აფხაზეთში ანჩაბაძეთა (აჩბების) საგვარეულო პირველობდა და ისეთი ანდაზებიც, როგორც მაგ.: "აჩბა უმჰöაკîა, ჩაჩბა უზჰöომ", ე. ი. "ჯერ აჩბა თქვი და შემდეგ ჩაჩბაო"100.

ჩვენი აზრით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოსულმა მომძლავრებულმა აფსუებმა და მათმა ლიდერებმა მდგომარეობისათვის ლეგიტიმური ელფერი რომ მიეცათ და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მხრიდან ნაკლები წინააღმდეგობა ყოფილიყო, შერვაშიძეთა გვარწოდება მიითვისეს. მოგვიანებით აფსუათა სხვადასხვა გვარის ხელში გადადიოდა შერვაშიძეობა.

საერთოდ, ყურადღებას იქცევს შერვაშიძეთა საგვარეულოს ქართული და "აფხაზური" სახელოწოდებების ურთიერთმიმართება. ქართულ წყაროებში ეს გვარი შერვაშისძე, შარვაშისძე, შერვაშიძე ვარიანტების სახით დასტურდება, რომელთაგან ზოგს ამოსავლად შარვაშისძე მიაჩნია და უკავშირებს მას შირვანშაჰების აღმნიშვნელ შარვანშა ფორმას, რაც არ არის მართებული, ვინაიდან ემყარება ფორმათა მხოლოდ ფონეტიკურ მსგავსებას, მაგრამ არა აქვს მყარი ისტორიოგრაფიული საფუძველი, რაკიღა ვერ საბუთდება, თუ კონკრეტულად როდის და რა მიზეზით აღმოჩნდნენ შირვანშაჰთა შთამომავლები ამჟამინდელ აფხაზეთში, ან როგორ მოხდა მათი გააფხაზება. რაც მთავარია, დღემდე არავის გაურკვევია, რომელი ფორმაა ამოსავალი _ დასახელებული ქართული ვარიანტები თუ აფხაზური ჩაჩბა

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента