ЭКОНОМИКА

გიორგი კვირიკაშვილი: არანაირი საუბარი რკინიგზის აღდგენაზე არ შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები

20.11.15 20:37




,,ადმინისტრაციული ხაზი სამასი მეტრითაც რომ არ გადმოწეულიყო, ხაზს ვუსვამ ამას, არანაირი საუბარი აფხაზეთის მონაკვეთზე სატრანზიტო რკინიგზის აღდგენაზე არ შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატში აფზაზეთის რკინიგზის საკითხის შესაძლო განხილვას ეხებოდა.



„ეს არის გამორიცხული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატური ქმედებები, როდესაც ხელი ეწერება ინტეგრირების ხელშეკრულებას ჩვენს რეგიონებთან, გამორიცხულია რაიმე ტრანზიტის აღდგენაზე საუბარი. რაც შეეხება მთლიანობაში ტექნიკური საკითხების განხილვას, როგორიც არის, მაგალითად, ლარსის საბაჟოზე ავტომობილების გადასვლა-გადმოსვლის საკითხი, ასეთი საკითხები აქამდეც იდგა, თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ვნახეთ ბოლო დღეების ქმედებები, ძალიან არასახარბიელო ფონია შექმნილი რაიმე ეკონომიკური საკითხების განხილვისა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტზეც კომენტარი გააკეთა.

„მე მგონია, რომ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვინც ამ ფაქტს არ უყურებს ძალიან ნეგატიურად. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, საუბარს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამ საუბარში შესაბამისი ტონი და ინტონაცია უნდა იქნას დასმული. კიდევ ერთხელ ვამბობ, უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, ამ ფაქტს შესაბამისი შეფასებები მიეცა უკვე და კიდევ მიეცემა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება მილსადენის საკითხს, ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ამ თემაზე უახლოეს დღეებში კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში გაიმართება მსჯელობა, რის შემდეგაც უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთდება.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента