ЭКОНОМИКА

გურამ მარხულია „დაშნაკცუტუნის“ სისხლიანი ნაკვალევი' თავი V

21.11.15 15:53




საკუთარი ხალხის განადგურების დაშნაკური ,,ტაქტიკა"

,,დაშნაკცუთუნის" ძირითად მიზნად პროგრამამ წამოაყენა ე.წ. თურქეთის არმენიაში ,,თავისუფალი დე¬მო¬კრ¬ატი¬უ¬ლი რესპუბლიკის და მისგან გამომდინარე ცხოვრების ფორმის" შექმნა. პროგ¬რამ¬აში მითითებული იყო ამ მიზნის რეალიზაციის საშუალებაც, სახელდობრ - თურქეთში სომხების Dშეიარაღებული აჯანყება. პროგრამის ავტორთა აზრ¬ით, ეს აჯანყება შემდეგი საშუალებებით უნდა მომზადებულიყო: 1. სომხებსა და თურ¬ქ¬ეთში მოსახლე სხვა ჩაგრულ ხალხებში რევო¬ლუ¬ციური პროპაგანდის გაძლიერებით; 2. სომხების ორგანიზებით და შეიარაღებით: 3. ტერორით; 4. სახელმწიფო დაწესებულებების დარბევებითა და ძარცვით. ამდენად, როგორც ვხედავთ, ,,დაშნაკცუთუნის" უკვე საპროგრამო დოკუმენტი მებრძოლი ნაციონალიზმის სულისკვეთებითაა გამსჭვალული, მასში წინა პლანზეა წამოწეული ბრძოლის ისეთი მეთოდები, როგორიცაა ,,ტერორი", ,,რაზორენიე", ,,ძარცვა". როგორც ზემოთ აღინიშნა, თავისი არსებობის პირველ ეტაპზე ,,დაშნაკცუთუნმა" წამოაყენა თურქეთის სომხების გათავისუფლებისა და რუსეთისა და თურქეთის სომხების გაერთი¬ანე¬ბის საფუძველზე ,,ერთიანი, საერთო სამშობლოს" შექმნის იდეა.


პარტიის მე-2 საერთო კრებაზე (1898 წ.) შემუშავებულ იქნა წესდება, რომელმაც პარტიის სტრუქტურებში დეცენტრალიზაციის პრინციპს ჩაუყარა საფუძველი: უმცირესი პარტიული ერთეული გახდა ე.წ. ,,ხუმბები"(უჯრედები, წრეები), რომლებიც 7-10 წევრისგან შედგებოდა. შემდეგ მოდიოდა ქვეკომიტეტები, რომლებიც ირჩეოდა ხელმძღვანელთა რიგებიდან, ხუმბიოტებიდან. თუ ,,დაშნაკცუთუნის" რომელიმე ორგანიზაციის სამოქმედო რაიონში 200-ზე მეტი მოქმედი წევრი იყო, მაშინ ამ ტერიტორიაზე იქმნებოდა კომიტეტი 5 კაცის ხელმძღვანელობით. ადგილობრივ საქმეებში კომიტეტი მოქმედებდა პარტიის სხვა სტრუქტურებისაგან დამოუკიდებლად; ხოლო, როცა დაშ¬ნაკების მოქმედების ტერიტორიაზე პარტიის წევრთა რაოდენობა ათასს გადააჭარბებდა, მაშინ მთელი რაიონის დელეგატთა შეკრებაზე ირჩევდნენ 5-6 კაცისგან შემდგარ ცენტრალურ კომიტეტს. თავის მხრივ ცკ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ემორჩილებოდა აღმოსავლეთის (კირასანი-ხარბერტი-ტიგრანაკერტი-კავკასია-რუსეთი-სპარსეთის ხაზის გასწვრივ) ან დასავლეთის ბიუროს (აღმოსავლეთის ხაზიდან დასავლეტით, შემდეგ- ბალკანეთის ნ/კ-ამერიკა-ეგვიპტე და მთელი დანარჩენი დასავლეთის ტერიტო¬რია). ბიუროს ფუნქცია იყო ფინანსების მოძიება და კონტროლი, პარტიის დაწესებულებებზე ზედამხედველობა, პრესის მართვა, პარტიული სტრუქტურებისთვის წესდებებისა და ინსტრუქციების შემუშავება. პარტიის უმაღლესი ორგანო იყო საერთო კრება, რომელშიც მონაწილეობა შეეძლოთ ბიუროს, რაიონული კრებისა და ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლებს. საერთო კრებას იწვევდნენ ერთიანი, პარტიის ყველა წევრთან შეთანხმებული სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად. გარდა ამისა, დაშნაკებს ჰქონდათ
ძლიერი სამხედრო ორგანიზაცია.
პარტიის წევრები იყოფოდნენ მოქმედებად მოქმედი და დამხმარეებად. მოქმედად ითვლებოდა პირი, რომელიც გაწევრიანებული იყო დასნაკთა რომელიმე ორგანოში და იხდიდა ორგანიზაციის სასარგებლოს შემოსავლის არანაკლებ 2 %. დამხმარე ეწოდებოდა მას, ვინც იზიარებდა ორგანიზაციის პროგრამას და მატერიალურად ეხმარებოდა მას. მტლიანობაში დაშნაკტა საქმიანობა ფინანსდებოდა პარტიული შენატანისა და შემოწირულობების ხარჯზე.
1904 წლამდე ,,დაშნაკცუთუნი" მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზემო¬ქ¬მედებდა. აქ დასნაკებმა განახორციელეს რიგი აქტები, მიმართული თურქეთის
ხელისუფლების წინააღმდეგ, რამაც მიიპყრო მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. 1903 წ. რუსეთის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება სომხური ეკლესიისაგან ქონების, რომლის საერთო ფასი 112 მლნ მანეთს აჭარბებდა, ამოღების შესახებ. ამის გამო, მე-3 ყრილობაზე (1904 წ.) ,,დაშნაკცუთუნმა" მიიღო გადაწყვეტილება ,,კავკასიაში თავდაცვის სტრატეგია რევოლუციური მოქმედების სტრატეგიით შეეცვალა", რის შემდეგაც ,,დაშნაკცუთუნის" მოღვაწეობა გავრცელდა ,,აღმოსავლეთ არმენიის" ტერიტორიაზე, ე.ი. ჩრდილოეთ აზერბაიჯანზე და ,,დაშნაკცუთუნი" საერთოსომხური პარტია გახდა.
,,დაშნაკცუთუნის" მეთაურების ზუსტი დახასიათება მოგვცა თავის დროზე პ. გელეიშვილმა 90-იან წწ. თურქეთის რიგ ვილაიეთებში მომხდარი მოვლენების აღწერისას. ,,სომეხი რევოლუციონერი მოღვაწეები-წერს იგი-უბრალო მეამბოხეები არიან. ისინი არასდროს ითვალისწინებდნენ მებრძოლი მხარეების ძალთა რეალურ თანაფარდობას, არასდროს უწევდნენ ანგარიშს სახალხო მასების ინტერესებს, ვისთვისაც ისინი მოქმედებდნენ. ისინი გაჩნდნენ მშვიდობიანი ხალხის წიაღში, გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ამბოხებებს; აწყობდნენ აფეთქებებს, ხოცავდნენ გამოჩენილ ქურთ და თურქ ჩინოვნიკებს, იწყებდნენ სროლებს და ყოველთვის ახერხებდნენ დაუსჯელად გაპარვას... სომეხი რევოლუციონერი მოღვაწეები წარმოადგენდნენ არა სახალხო მასების ორგანიზატირებს, არა მათ ხელმძღვანელებს, არამედ უბრალოდ სტიქიური მღელვარების ფერმენტებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობას ყველაზე ტრაგიკულ მომენტში ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებდნენ"
1890 წ. დასაწყისისათვის თითქმის ყველა რაიონსა და მსხვილ სასოფლო პუნქტებში, სადაც დასახლებული იყვნენ სომხები, გამოჩნდნენ აგიტატორები, როგორც წესი, ,,დაშნაკცუთუნისა" და ,,,გნჩაკის" წევრები. მათ დაიწყეს მხურვალე ანტითურქული აგიტაცია და პროვოკაციების, ტერაქტებისა და სხვა ძალისმიერი მოქმედებებისათვის ნიადაგის მომზადება. ,,რამდენიმე წელიწადში საიდუმლო საზოგადოებები ვრცელდება მთელ სომხეთში, პროპაგანდა ეწევა თურქული ადმინისტრაციის ნაკლოვანებებსა და ხარვეზებს, ხოლო სომეხ ხალხში იღვიძებს ეროვნულობისა და დამოუკიდებლობის იდეები." სხვადასხვა პარტიის, კომიტეტისა თუ სომხური ნაციონალისტური ორგანიზაციების განხორციელებული აქტები ერთმანეთთან ნაკლებად იყო შეთaნხმებული, მაგრამ ერთ რამეში მათი მოქმედება ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს: მოაწყობდნენ სისხლისღვრას, ატეხდნენ ხმაურს და ... დროულად ახერხებდნენ გაპარვას. ,,მთელი მათი საქმიანობა ეყრდნობა გაუგონარი სისასტიკეს, რომელსაც უნდა გამოეწვია სიმპათიები სომხების, ხოლო ანტიპათიები თურქების მიმართ".
1895 წ. მიწურულს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. სომეხი ბელადების მც¬დელობას შე¬დ¬ე¬გად მოჰყვა ქურთების ანტისომხური მოძრაობა... 1897 წლიდან, იქ სადაც სო¬მ¬ხები ქურთებს არ აღიზიანებენ, ორივე ხალხის თანაცხოვრება თავის ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდა. იქ კი, სადაც სომხების ანარქისტული სა¬ქ¬¬მიანობა გრძელდებოდა, ქურთთა საპროტესტო განწყობა არ ნელდება, რაც თუ¬რქულ ადმინისტრაციას სომხურ საქმეებში ახალი გართულებებით ემუქრებოდა. სხვა თვითმხილველის ცნობით, სომხები ,,ზოგან თვითონ ესხმოდნენ თავს თურქებსა და ქურთებს, რათა ხოცვა-ჟლეტა გამოეწვიათ "
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტაქტიკა სომეხი ნაციონალ¬ისტები¬სათ¬ვ¬ი¬ს ტიპური იყო; გამუდმებული თავდასხმები, აფეთქება, ძარცვა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობები მიზანმიმართულად ხდებოდა საპასუხო რეაქციის გამოსაწვევად, რომ მერე მთელი მსოფლიოს გასაგონად ეყვირათ, რომ თითქოს მიმდინარეობს ,,უმწეო" სომხების ,,გენოციდი" და ,,გამხეცებული ფანატიკოსები" ანადგურებენ საცოდავ ხალხს.
,,დაშნაკცუთუნის" პროვოკაციებში დიდ როლს ასრულებდნენ ,,პიჯაკიანები". ესენი იყვნენ ზედაპირული განათლების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც სწრაფად ითვისებდნენ თავიანთი ბელადების შხამიან ლოზუნგებს.
,,...რუსულ ამიერკავკასიაში დაფუძნებული ნაციონალისტური პარტიები ,,გნჩაკი" და ,,დაშნაკცუთუნი"... თურქეთში გზავნიან პროპაგანდისტებსა და აგიტატორებს, ქმნიან ამბოხებულტა რაზმებს, რომელთა გამოსვლა მიზნად ისახავს არა იმდენად რეალურ სამხედრო წარმატებებს (აშკარა იყო, რომ თურქეთის ხელისუფლების დასამარცხებლად სომხებს არ გა¬ა¬ჩნდათ საკმარისი ძალა), რამდენადაც მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა ყურადღების მიპყრობას სომხეთის მოვლენებისადმი.
სომხების პირველი შეიარაღებული გამოსვლა მოეწყო 1890 წ. 18 ნოემბერს არზრუმში. რამდენადაც ამ გამოსვლას მოჰყვა მსხვერპლი, დაზარალდა რამდენიმე სომეხი (ასევე თურქული ადმინისტრაციის წამომადგენლებიც), ამ¬ან ახალი ბიძგი მისცა სომეხი ნაციონალისტების საერთაშორისო ვაკხანალიას; აღმოსავლეთის ვილაიათებში ელვის სისწრაფით დაიწყო შეიარაღებული რაზმების შექმნა, ფართოდ ვრცელდებოდა ანტისამავრობო პროკლამაციები. არზრუმის მოვლენების კვალდაკვალ სისხ¬ლი¬სმღვრელი შეტაკებები მოხდა ალაშკერტში, ჩარშენჯაკში, ხოტრჯურსა და ვანში. ამ მოვლენებსაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია, რამაც ყველაზე მეტად სომეხი ნაციონალისტები გაახარა. აბა როგორ! გაჩნდა მიზეზი მთელი მსოფლიოს გასაგონად ეყვირათ სომეხთა ,,ტანჯვა-წამებაზე", ,,მსხვერპლზე", ,,შევიწროებაზე". აი, მაგალიად, რას წერდა ამ მოვლენების შესახებ გაზეთი ,,გნჩაკი": ,,ჩვენ არ შეგვილია არ ვაღიაროთ,რომ ეს მოვლენები (ე.ი. სისხლისღვრა) ძალიან გვახარებს. გვიხარია იმიტომ, რომ ის სომეხი ხალხის გამოღვიძების ნიშანია".
არზრუმის შეტაკებიდან ერთი თვის შემდეგ გნჩაკისტებმა, პროვოკაციის მიზნით, კონსტანტინოპოლში დემონსტრაცია მოაწყვეს, რომლის დროსაც სომეხთა პატრიარქს აშიღიანს აბდულ ჰამიდისათვის სომხური თემის სახელით ,,გნჩაკის" მოთხოვნები უნდა გადაეცა.როგორც სომეხი ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული ყველა დემონსტრაცია, ესეც სასაკლაოთი დასრულდა _ სომეხი პროვოკატორები თავს დაესხნენ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხედროებს, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ეს მანიფესტაცია კიდევ ერთი მიზეზი გახდა ევროპაში ,,თურქთა სისასტიკის" შესახებ მორიგი ხმაურის ასატეხად.
სომეხთა შეიარაღებულმა გამოსვლებმა პიკს 1894 წ. ივნის-აგვისტოში მიაღწია. სომეხთა ფალსიფიკატორებმა ეს პროვოკაცია ნაჩქარევად ,,სასუნის სახელგანთქმულ ბრძოლად" მონათლეს. სინამდვილეში კი, ამ ,,ბრძოლას" სასუნის მცხოვრებთათვის უბედურებისა და ცრემლების მეტი არაფერი მოუტანია.
სასუნის მოვლენები კარგი მიზეზი იყო რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებისათვის ,,სომხურ საკითხში" ჩასარევად. 1894 წ. ინგლისის, საფრან¬გეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა თურქეთის ხელისუფლებას მიმართეს წინადადებებით, პირველი, სასუნის მოვლენების გამოძიებისა და დამნაშავეთა დას¬ჯის აუცილებლობის შესახებ; მეორე, სომხებით დასახლებულ ვილაიეთებში, მათი სამოქალაქო უფლებების გაზრდის მიზნით, რეფორმების გატარების შესახებ. ულტიმატუმის ფორმით მოთხოვნილ იქნა ,,ვილაიეთების ადმინისტრაციის ძირეული გარდაქმნა." თურქეთის მთავრობა მერყეობდა. მას, ერთი მხრივ, არ შეეძლო იგნორირება გაეწია სამი უძლიერესი ევროპული სახელმწიფოს ზეწოლისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ანგარიში უნდა გაეწია თურქი მოსა-ხლეობის განწყობისთვისაც, რომელიც აღშფოთებული იყო სომეხი ექსტრემი¬ს¬ტ¬ე¬ბის მხრიდან გაუთავებელი პროვოკაციებით.
ევროპული სახელმწიფოების ჩარევის პერსპექტივით შეშფოთებულმა აბდ¬ულ-ჰამიდმა ელჩებს მისცა აუცილებელი გარანტიები, თუმცა ისინი არ დაშო¬შმ¬ინ¬დნენ და ზეწოლაც გაგრძელდა. 1895 წ. აპრილში სულთანს წარუ¬დგინეს რეფორმის პროექტი და წინადადება მისცეს რეფორმების გასატარებლ¬ად დაენიშნა უმაღლესი კომისარი და შეექმნა ექსპერტთა მუდმივი კომისია, რო¬მელიც დაკავშირებული იქნებოდა საელჩოებთან. შემდეგ კი იმავე წლის მა¬ი¬ს¬ში ელ¬ჩებმა სულთანს კვლავ წარუდგინეს ე.წ. ,,მაისის" პრორეფორმები მე¬მო¬რა¬ნ¬დუ¬მთ¬ან ერთად. ამ პროექტის თანახმად, ექვს აღმოსავლეთ-თურქულ ვილაიეთში (არზ¬რუმი, ვანი, ბითლისი, დიარბექირი, ხარბერდი, სებასტია) უნდა დამყარებულიყო წესრიგი, რომლის ძალითაც სომხური მოსახლეობა ადმინის¬ტ¬რ¬ა¬ციული, სასამართლო, ფინანსური და სხვ. თვალსაზრისით ფაქტობრივად გადიოდა თურქეთის იურისდიქციიდან; ეს ვილაიეთები გადადიოდა დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთის კონტროლქვეშ.სულთნის მთავრობას, ამ მოთხოვნის მიღება, რომელიც სა¬გრძნობლად ლახავდა თურქეთის სუვერენი¬ტ¬ე¬ტს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. 1895 წ. 2 აგვისტოს უცხოელ ელჩ¬ე¬ბ¬ს გა¬დ¬ა-ეცათ თურქული პროექტი, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იყო ბევრი შეღავათი და პრივილეგია სომხური მოსახლეობისათვის, მაგრამ ის არ შეიცავ¬და თურქეთის სუვერენიტეტის შემლახავ მუხლებს. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, მით უმეტეს, რომ იმ დროს უკვე თავი იჩინა უთანხმოებამ ერთის მხრივ, რუსეთსა და საფრანგეთს შორის, ხოლო მეორე მხრივ – ინგლისთან.
1895 წ. 30 სექტემბერი – 2 ოქტომბერს კონსტანტინიპოლში ,,მაისის" რე¬ფორმების გატარების მოთხოვნით ჩატარდა სომეხთა მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია. მაგრამ ამ აქციამ მთლად ცეცხლზე ნავთი დაასხა - დაიწყო სისხლიანი შეტაკებები, რომელიც ორი-სამი დღე გაგრძელდა. ნიშანდობლივია, რომ აქციამდე ,,გნჩაკის" რევოლუციურმა კომიტეტმა საფრანგეთის კონსულს კონსტანტი¬ნოპოლში მიმართა ,,ნოტით", სადაც გნჩაკისტები აცხადებდნენ, რომ აქცია იქნებოდა ,,მშვიდობიანი", მაგრამ თუ პოლიცია ჩაერეოდა, მაშინ შედეგზე პასუხისმგებლობას იხსნიდნენ. ასეთივე ,,ნოტები" დაეგზავნათ თურქეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს და გენპროკურორს. თუმცა, როცა მანიფესტაცია დაიწყო, სომხებმა ,,პირველებმა დაიწყეს პოლიციელებისა და თვით ჟანდარმერიის ოფიცერთა ხოცვა". 20 ოქტომბერს სულთანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს სომხებით დასახლებულ ვილაიეთებში რეფორმების დაწყების შესახებ, მაგრამ ამან არათუ განმუხტა სიტუაცია, არამედ ახალი ბიძგი მისცა ანტისომხურ გამოსვლებს.დაიწყო დარბევებისა და ხოცვა-ჟლეტის ახალი ტალღა ტრაპიზონის, არზრუმის, ვანის, ბითლისის, სივას, დიარბექირის, ადანას, ალეპოს ვილაიეთებში. სხვათა შორის, ამ სისხლისმღვრელ შეტაკებებს ,,არ ჰქონდა ისეთი ხასიათი, რასაც შევხვდებით ზოგიერთ აღწერაში. ამ შეტაკებებმა დიდი მსხვერპლი გამოიწვია მუსლიმებს შორისაც... გასაოცარია როგორ გადარჩა სომეხი მოსახლეობა იმ ქალაქებში, სადაც სომეხ აგიტატორებს თავისი საქციელით შეეძლოთ მწყო¬ბ¬რ¬იდან გამოეყვანათ არა მარტო ქურთები და თურქები, არამედ ნებისმიერი სხვაც."
იგივე ავტორი შემდეგ წერს: ,,როგორც არ უნდა დაადანაშაულო თურქები ყოველგვარ სისასტიკეში, ვიტყვი ერთს: ყველაფერ ის, რაც კი ჩემთვის ცნობილია თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი შეტაკებების შესახებ, მარწმუნებს იმაში, რომ სისხლიანი ქმედებები ყველგან თავად სომხების ინიციატივით დაიწყო. ასე დაიწყო ტრაპეზუნტში ხოცვა-ჟლეტა, მას შემდეგ რაც ქალაქის ქუჩებში დაჭრეს ორი თურქი გენერალი - ბაგრი-ფაშა და ჰამიდ-ფაშა."
ამავე დროს, პროსომხურად განწყობილმა საერთაშორისო პრესამ ინგ¬ლ¬ისში, საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ასევე რუსეთში, დაიწყო მასშტაბური კამპანია; დაიწყო გაუთავებელი აპელირება თურქთა სისასტიკეზე,მათ არაა¬და¬მი¬ანურ საქციელზე, თუმცა ჯიუტად დუმდნენ იმაზე, რომ ხშირ შემთხევაში სისხლისღვრათა ინიციატორები სწორედ სომხები იყვნენ. ამასთან, მსხვერპლის რაოდენობა, რა თქმა უნდა, სომეხთა მხრიდან განუზომლად გაზვიადებული იყო. ,,ანგლო-ამერიკული ბეჭდური საშუალებები ათასნაირი დილონების სახით, სხვა ქვეყნების კოსმოპოლიტურ გამოცემებთან ერთად, ამ უმძიმესი სახალხო უბედურების მასშტაბებს კიდევ უფრო აზვიადებდნენ, ამატებდნენ ნულებს ათეულობით და ასეულობით სინამდვილეში დაღ¬უპუ¬ლების რიცხვს".
რაც შეეხება სომეხ ისტორიკოსებს, ისინი რეალური ფაქტების ფალსიფიკაციისა და დამახინჯების საქმეში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შორს შევიდნენ. აი, მაგალითად, რას წერს ამის შესახებ მ. კოჩარი: ,,90-იანი წწ. შუახანებისათვის აბდულ-ჰამიდმა კიდევ უფრო გაამკაცრა რეპრესიები სომხების მიმართ. მან არათუ არ შეასრულა ბერლინის ტრაქტატით გათვალისწინებული მოვალეობები, არამედ შეიმუშავა სომხური საკითხის ლიკვიდაციის პროგრამა სომეხთა გაჟლეტის გზით, რომლის განხორციელების შედეგად 1894-1896 წწ. მსხვერპლთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია".
იმ ხანებში, სომხურ ნაციონალისტურ პარტიებთან, განსაკუთრებით კი ,,გნ¬ჩაკთან" იდეოლოგიური სიახლოვის გამო, პროსომხურ პოზიციას განუხ¬რე¬ლ¬ად მხარს უჭერდნენ საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის ლიდერებიც.
სოციალისტურმა ინტერნაციონალმა და მრავალრიცხოვანმა საერ¬თ¬აშ¬ორი¬სო სოციალისტურმა კონგრესებმა XIX ს. 90-იან წწ.მიიღესუამრავი რეზო¬ლუცია ,,მრავალტანჯ¬უ¬ლი" სომხების მხარდასაჭერად. არმენოფილთა რიგ¬ებში შედიოდნენ სოციალისტური მოძრაობის ისეთი თვალსაჩინო ლიდ¬ერ¬ებ¬ი, როგორიც იყვნენ: ჟ. ჟორესი, ვ. ლიბკნეხტი, კ. კაუცკი, გ. პლეხანოვი, ე. ბერნშტეინი, ა. ბებელი, რ. ლუქსემბურგი. სომეხთა დასაცავად აქტიურად გამოდიოდნენ დიდი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწეები _ ჟ. კლემანსო, ა. ბრიანი და სხვ. ,,სომეხი ხალხის ტანჯვას" თავისი წილი გადაუხადეს მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებმა. მაგ., ფრ. ენგელსი თავის ცნობილ წერილში ატაბეგოვისადმი გამოხატავდა თანაგრძნობას,,ჩაგრული სომეხი ხალხის მიმართ," რომელიც ,,სამართლიან ბრძოლას ეწეოდა" და ,,განთავისუფლების გზებზე" კონკრეტულ რჩევებსაც კი აძლევდა.
ასეთი ეპიზოდი უამრავი იყო. და ყოველთვის ირკვეოდა, რო ძალადობისა და უწესრიგობის ინსპირატორები სომეხ ნაციონალისტთა უპასუხისმგებლი ლიდერები იყვნენ. სომეხ ექსტრემისტთა ქმედებები, თავხედური მკვლელობები და ტერორი, ბოლო-ბოლო არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ თურქ ხალ¬ხსაც შეეხო, რამაც ბუნებრივია საპასუხო რეაქცია გამოიწვია. პ. გელეიშვილი ამის შესახებ წერდა: ,,...წარმოიდგინეთ თურქეთის ადგილზე ქრისტიანული რუსეთი ან მაღალკულტურულიGგერმანია... რას იზამდაGგერმანია, თუ ელზას-ლოტარინგიის ფრანგები შექმნიდნენ მოხალისეთა რაზმებს გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლველად? ბუნებრივია, ეს კულტურული ქრისტიანული ქვე¬ყნ¬ებიც იმასვე გააკეთებდნენ, რასაც აკეთებდა და აკეთებს თურქეთი სომხების მიმართ." ,,სომეხმა რევოლუციონერმა მოღვაწეებმა შეიმუშავეს ორი ძირითადი პრინციპი: ერთი მხრივ, ხშირად მოეხდინათ ამბოხებების პროვოცირება, გამოეწვიათ უწესრიგობა, ხოლო, მეორე მხრივ, აეტეხათ ხმაური მომხარ სისხლ¬ისღვრებზე... მათ გაითავისეს აზრი, რომ პოლიტიკა – მტკნარი სიცრუეა, ხალხის ხსნა შეიძლება სიცრუისა გზით, რომ ვინც ბევრს ყვირის, ის იმარჯვებს კიდეც".
1896 წ. 14 აგვისტოს ,,დაშნაკცუთუნის" შეიარაღებულმა ბანდამ განახორციელა გაუგონარი, თავხედური დანაშაული - თურქეთის დედაქალაქის ცენტრში აიღო ოსმალეთის ბანკის შენობა. მაუზერებითა და ბომბებით შეიარაღებული 25 ბანდიტი შეიჭრა კონსტანტინიპოლის ბანკში, გამოიწვიეს საშინელი პანიკა და აიყვანეს მძევლები. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ ააფეთქებდნენ შენობას იქ არსებულ დოკუმენტებთან და ძვირფასეულობასთან ერთად, თუ ევროპული სახელმწიფოები დაუყოვნებლივ არ ჩაერეოდნენQთურქეთში მიმდინარე პროცესებში და დაჟინებით არ მოითხოვდნენ სომეხთათვის მისაღები რეფორმების სასწრაფოდ გატარებას.
უკმაყოფილებამ ამ უპრეცედენტო აქტის გამო სტიქიურად იფეთქა და გამოიწვია დარბევები, რომელმაც უამრავი უდანაშაულო სომეხი იმსხვერპლა. ხოლო ტერაქტის ორგანიზატორებმა, ისევე როგორც ყოველთვის, დროზე უშველეს თავს. გამართული მოლაპარაკებების დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის კონსტან¬ტინოპოლში რუსული საელჩოს დრაგომანი მაქსიმოვი, ოსმალთა ბანკის მმართ¬ველებმა მიაღწიეს შეთანხმებას. ბანდიტები, ხელშეუხებლობისა და თურქეთის ტერიტორიიდან გასვლის პირობით, ჩაბარდნენ. ისინი გადავიდნენ ვინმე სერ ედგარის ინგლისურ იახტაზე, აქედან კი ფრანგულ გემ ,,ჟირო¬ნდა¬ზე" და მარსელში მშვიდობიანად ჩავიდნენ. დაშნაკთა მეთაურებს წუთითაც არ უფიქრიათ, რომ მათი Nგმირობა ასობით მათ თანამემამულეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.მაგრამ ,,გმირები" ამაზე ფიქრით თავს ხომ არ შეიწუხებდნენ? მათ ხომ ,,კეთილსინდისიერად შეასრულეს თავისი მოვალეობა: დაღვარეს სისხლის მდინარეები, აიძულეს მსოფლიო ელაპარაკა სომხურ საკითხზე, მისცეს გაზეთებს მასალა თუ როგორ ხოცავენ თურქები სომხებს ... და ამასთან ამ გმირებმა საკუთარი სიცოცხლეც იხსნეს" _ ირონიულად ასკვნის თვითმხილველი.
საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ სომეხი ნაციონალისტების ,,გმირობა" რაღაც განსაკუთრებილი მიმდინარეობისაა. მასში ყოველთვის არის რაღაც ლაჩრულ-ისტერიული, მყვირალა-სანახაობითი. ეს თავისებურება (სხვათა შორის დღემდე შემორჩენილია) შეინიშნებოდა უკვე პირველი გამოსვლების დროს თურქეთში გასული საუკუნის 90-იან წლებში.
აქ საჭიროა დაწვრილებით შევჩერდეთ ყბადაღებულ ე.წ. ,,თურქულ არა¬ად¬ამიანურ დანაშაულებზე" რომლის შესახებაც ბევრს წერდნენ მსოფლიო ბეჭდური საშუალებები.თვალი გადავავლოთ თვითმხილველთა ცნობებს.მაე¬ვს¬კი, რომელიც 90-იანი წწ. ,,ცხელ წერტილებში" ბევრი მოვლენის მომ¬სწ¬რე იყო, წერდა: ,,მინახავს ათ¬ასობით სომეხი, რომლებიც უმძიმეს მდგომარეო¬ბ¬ა¬ში იყო ჩავარდნილი, მაგ¬რამ ასე ცნობილი ,,თურქული სისასტიკე" არსად შემხ¬ვე¬დრია. არაერთხელ მიკით¬ხავს საკუთარი თავისთვის: ამ შემთხვევაში ხომ არ ვარ ბედის ნებიერი და ბედმა ხომ არ დამინდო მძიმე შთაბეჭდილებებისაგან თუ ,,თურქული სისასტიკე" საერთოდ მითიური, ლეგენდარული ხასიათისაა. ახლა კი მჯერა, რომ სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ არა თურქებს, არამედ სწორედ აღმოსავლეთის ქრისტიანებს.
სხვაგან იგივე მაევსკი აღნიშნავს: ,,ახლა იმის შესახებ რა მხეცურ სა¬ქციელს ჩადიოდნენ ქრისტიანები. კონსტანტინოპოლის ბანკის აღების თი¬თქმის თანადროულად, 1896 წ. აგვისტოში, ევროპის თვალში მეტი სიმწვავე რომ მიეცათ სომხური საკითხისათვის, დაშნაკები ავრცელებენ პროკლამაციებს, სადაც მკვეთრი განცხადებებით ამხელდნენ ევროპულ სახელმწიფოებს, თითქოს ისინი მოქმედებდნენ თურქეთის მთავრობასთან ერთად. ეს პროკლამაცია შეიცავდა ისეთ მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც თურქეთის მთა¬ვრობისათვის აშკარად შეუძლებელი იყო. ბოლოს კი ნათქვამი იყო: ,,ევროპის დიდი ქვეყნები _ პორტის თანამოაზრენი არიან! კუნძულ კრეტაზე, არმენიაშიც ისინი ისეთივე ზიზღით ეკიდებიან ქრისტიანთა უშედეგო ბრძოლას, როგორც ჩვენი ჯალათები _ თურქები! მაგრამ დაჩაგრული ერის მოთმინებასაც საზღვარი აქვს! ჩვენ მოვკვდებით! ჩვენ ეს ვიცით! მაგრამ რევოლუციური სულისკვეთება, რომელიც სომეხ ხალხს გამჯდარი აქვს სისხლსა და ხორცში, არ მოასვენებს სულთანს, სანამ ცოცხალი იქნება თუნდაც ერთი სომეხი. სომეხი რევოლუციონერების ფედერაციის ,,დაშნაკცუთუნის" კონსტანტინოპოლის ცენტრალური კომიტეტი.
უნდა აღინიშნოს, რომ სომხური პროპაგანდა ცდილობდა მოეპოვებინა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროპის ქვეყნების, პირველ რიგში კი საფრანგეთის მხარდაჭერა. დაიწყო ათასგვარი სტატიების ბეჭდვა არმენიაზე, ეწყობოდა ბანკეტები, იკითხებოდა მოხსენებები. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საფრანგეთმა ბევრი ვერაფერი გაიგო და საერთოდ არ დაინტერესებულა ხალხით, რომლის სახელიც მხოლოდ არარატის მთაზე, ნოესა და ჯვაროსნულ ლაშქრობებზე მოგონებებს იწვევდა" აქ ფრანგი ელჩი ბოლომდე გულწრფელი არაა. საფრანგეთში სომხებმა მოიპოვეს გარკვეული პოზიციები, რასაც მოწმობს თუნდაც პარიზში გაზეთის -,,Pro Armenia" _ გამოცემა, რომელმაც არც თუ ისე უმნიშვნელო როლი შეასრულა ,,მრავალტანჯული სომეხი ხალხის" სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.ფრანგული დიპლომატიის ფხიზელი თვალსაზრისი სომხურ საკითხზე, ეყრდნობოდა იმას, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არ იყო რამდენადმე მნიშვნელოვანი ოლქები, სადაც სომხები უმრავლესობას შეადგენდნენ, ე.ი. არ არსებობდა მთავარი პირობა ავტონომიის შესაქმნელად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1897 წ. ერთ დოკუმენტში პირდაპირ ნათქვამია: ,,სხვადასხვა ტომების განსახლების ღრმა შესწავლა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ თურქეთის იმპერიის არცერთ ვილაიეთში სომხები მოსახლეობის უმრავლესობას არ წარმოადგენენ." ზემოთ უკვე ნახსენები კამბონის _ თურქეთში საფრანგეთის ელჩის _ წერილში, რომლის ადრესატიც იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განატო, პირდაპირ და არაორაზროვნად იყო ნათქვამი, რომ: ,,დამოუკიდებელ არმენიაზე საფიქრალი არაფერია და თუ რაიმე დაუჯერებელი გარემოებების გამო, ევროპა იფიქრებს შექმნას Aარმენია –თითქმის შეუძლებელი იქნება ახალი სახელმწიფოს საზღვრების დადგენა."
,,სომხური საკითხის" გარშემო აჟიოტაჟის ასატეხად დიდი ძალისხმევა გასწია ინგლისმა. როგორც დაინტერესებულ სახელმწიფოს, ,,აღმოსავლეთის კოლონიებში თავისი ბატონობის შესანარჩუნებლად, მტკიცედ უნდა მოეკიდებინა ფეხი მცირე აზიაში. მას ხელი უნდა შეეშალა რუსეთისათვის წაწეულიყო დარდანელისკენ, ამიტომ უნდა ჩაჭიდებოდა ,,სომხურ საკითხს". შემდეგ კამბონი უთითებს, რომ ლონდონში სომეხთა მოთხოვნებმა ბრიტანეთის მმართველ წრეებში კონკრეტული მხარდაჭერა ჰპოვა: ,,გლადსტონის კაბინეტმა შეკრიბა უკმაყოფილოები, დააჯგუფა ისინი და მხარდაჭერა აღუთქვა. ამ დროიდან პროპაგანდის კაბინეტი დამკვიდრდა ლონდონში და აქ ღებულობდა შესაბამის დირექტივებს. სომხური მოსახლეობის ფართო მასებში აუცილებლად უნდა დაენერგათ ორი ძალზე მარტივი იდეა: ნაციონალიზმის იდეა და თავისუფლების იდეა."
ე.წ. ,,სომხურ საკითხში" ევროპული ქვეყნების როლის შესახებ საუბრისას, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ გერმანიას, რომლის მზერაც ამ პერიოდში სულ უფრო ხშირად იყო მიპყრობილი აღმოსავლეთისაკენ, არ კარგავდა იმედს გაეძევებინა იქიდან ბებერი ბრიტანელი ლომი და დაუფლებოდა ბაღ¬დ¬ადის ტრა¬ნს¬კონტინენტულ გზას. ბუნებრივია სომხებმა ისარგებლეს ამ გარემოებით. XIX ს. მიწურულსა და XX ს. დასაწყისში ბერლინში, მიუნხენსა და გერმანიის სხვა ქალაქებში შეიქმნა უამრავი სომხური დაჯგუფება. მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ამიერკავკასიის, პირველ რიგში კი რეგიონის ცენტრის - თბილისის ანალოგიურ ჯგუფებთან. ,,გერმანიის გენშტაბის ოფიცრები, არქეოლოგების, ტურისტების, ნადირობის მოყვარულთა ნიღაბქვეშ, ცალ-ცალკე თუ ჯგუფებად, სულ უფრო და უფრო ხშირად სტუმრობდნენ ამიერკავკასიას და აქეზებდნენ სომეხ ნაციონალისტებს თურქეთის წინააღმდეგ." თვითმხილველის მოწმობით, ,,გერმანელები, რომლების მსახურობდნენ კავკასიაში, განსაკუთრებით მფარველობენ სომხებს."
როგორც ქვემოთ ვნახავთ, დიდ სახელმწიფოთა ფარული თუ აშკარა ბრძოლა ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, მთე¬ლი საუკუნის განმავლობაში დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი იყო. ამ დიდ თამაშში ,,სომხეთის დამოუკიდებლობის" საკითხი წვრილი მონეტის რო¬ლს ასრულებდა, რომელსაც პარტნიორები მორიგეობით ჩამოდიოდნენ ფსო¬ნ¬ში.
სომხური ნაციონალისტური ჯგუფების დამოკიდებულება მეფის რუსეთისა და მისი კავკასიური პოლიტიკის მიმართ ორმაგი იყო. ერთი მხრივ, ისინი რუსეთში ხედავდნენ ბუნებრივ მოკავშირეს თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ,,სასტიკი მუსულმანების" წინააღმდეგ ,,ქრისტიანი ხალხების" (ე.ი. რუსები და სომხები) გაერთიანებული ძალებით ბრძოლის დემაგოგიური იდეის პროპაგა¬ნდით, სომეხი ნაციონალისტი ბელადები ცდილობდნენ თურქეთის, რომელმაც არაერთი მარცხი იწვნია რუსეთთან ომებში, შემდგომ დასუსტებას, რათა განეხორციელებინათ თავისი გეგმა – რუსეთის ხელში გადასული თურქეთის ყოფილი ვილაიეთების ბაზაზე, თუნდაც ავტონომიურ საწყისებზე, პოლონეთისა და ბულგარეთის მსგავსად, შეექმნათ სომხური სახელმწიფო.
ამასთან ერთად, სომხებს, რა თქმა უნდა, კარგად ესმოდათ, რომ მეფის ხ¬ე¬ლ¬ი¬სუ¬ფლება, რომელიც ე.წ. ,,რუსული იდეის" დროშით ცდილობდა თვითმპ¬ყრ¬ობ¬ელობის ძალაუფლების განმტკიცებას კავკასიაში, არ მიესალმებოდა მათ პროექტს ავტონომიის შესახებ.ისინი იძულებული იყვნენ ანგარიში გაეწიათ რუსეთის ძლიერებისათვის და ვერ ბედავდნენ ღიად დაპირისპირებოდნენ თვითმპყრობელობას. ამიტომ სომეხი ნაციონალისტები ორმაგ თამაშს ეწეოდნენ: ერ¬თი მხრივ, ისინი ყოველნაირად მლიქვნელობდნენ რუსეთის ხელისუფლებისა და ჩინ¬ოვნიკების წინაშე, ეპირფერებოდნენ მათ, ცდილობდნენ მათი სი¬ფ¬¬ხიზლის მოდუნებას; ხოლო, მეორე მხრივ, ისინი დასავლეთ ევროპის დიდ ქვე¬ყნებში, რომლებიც რუსეთის მეტოქედ გამოდიოდნენ ახლო და შუა აღმო¬სა¬ვ¬¬¬ლეთში გავლენის სფეროების გაყოფისათვის ბრძოლაში, ეძებდნენ მფა¬რვ¬ელ¬ო¬ბას. იმ დროისათვის სომხური პოლიტიკური ორგანიზაციები მოქმედებდნენ რუ¬სე¬¬თისა და თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო აქტიურ მხარდაჭერასა და ინს¬ტ¬რ¬უქ¬ციებს იღებდნენ ლონდონში, ლოზანასა და ჟენევაშიგანლაგებული ცენტ¬რე-ბიდან.
რუსეთის ხელისუფლება XIX ს. მეორე ნახევარში ნაწილობრივ იგნორე¬რ¬ებას უწევდა, ხშირად კი შეგნებულად უშვებდა სომხური ნაციონ¬ალისტური ორგანიზაციების მჭიდრო კავშირებს თურქეთსა და საზღვა¬რგა¬რეთ¬თან.რუსეთიდან თურქეთში ფაქტობრივად დაუბრკოლებლად შედიოდა იარაღი, საბ¬რძოლო მასალები, ფული, ლეგალურად თუ არალეგალურად გადადიოდნენ თუ¬რ¬¬ქეთში სომეხი ,,მოხალისეები", რომლებიც ნაციონალურ-სეპარატისტულ იდ¬ე¬ებს ავრცელებდნენ. რუსული ხელისუფლების ზრახვები გასაგებია, ისინი იყენებდნენ სომხურ ნაციონალიზმს თავისი ისტორიული მტრის, თურქეთის წინა¬აღმდეგ ამიერკავკასიისათვის ბრძოლაში.
XIX ს. მიწურულისათვის მსოფლიო არენაზე დიდ სახელმწიფოებს შორის ბალანსი ერთობ არასტაბილური იყო. რუსეთს, რომელმაც ყირიმის ომში სამხედრო, ხოლო შემდეგ კი, ბერლინის კონგრესზე დიპლომატიური მარცხი განიცადა, რამდენადმე უნდა მოეთოკა თავისი ექსპანსიონისტური მისწრაფებები და ანგარიში უნდა გაეწია სხვა დიდი ქვეყნების ინტერესებისათვის. თუმცა, რაც შეეხება ,,სომხურ საკითხს", მის გადაწყვეტაში რუსეთი კვლავ ინარჩუნებ-დაგადამწყვეტ როლს, თუნდაც გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე: რეგიონის სომხური მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ამიერკავკასიაში ცხოვრობდა, ხოლო დანარჩენი მიმდებარე თურქულ ვილაიეთებში.
სომეხი ნაციონალისტები, ითვალისწინებდნენ რა საერთაშორისო არენაზე ძალთა ასეთ განლაგებას,Dდახმარებასა და ,,დიდსულოვან მფარველობას" თხოვდნენ ყველას:ინგლისს, საფრანგეთს, რუსეთს, გერმანიას, შემდეგ კი აშშ-საც. ინტრიგებში გამოცდილებამ, სრულმა უპრინციპობამ, ასევე საერთაშორისო სომხური კაპიტალის საიდუმლო, მაგრამ მძლავრმა დახმარებამ შედეგი გამოიღო და გასული საუკუნის 80-90-იანი წწ. მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი, პროსომხური განწყობების აღვირახსნილი პროპაგანდისა და პირდაპირ მოსყიდული პრესის წყალობით, ძირითადად კეთილგანწყობილი იყო სომხების მიმართ და მათში ,,ტანჯულ და დამონებულ ხალხს" ხედავდა.
ამასთან ერთად, რუსული პარტიების ესერებისა და სოციალისტ-დემოკრატების პროგრამებში არსებული ინტერნაციონალური იდეე¬ბი, მაინცდამაინც არ ეხატებოდათ გულზე, იმიტომ რომ მათი პოლიტიკა აგებული ჰქონდათ შიშველ ნაციონალიზმზე, რომელიც გამსჭვალული იყო სხვა ხალხებისადმი და ერებისადმი შეუწყნარებლობითა და ზიზღით. სომხური ეროვნული მო¬¬ძრაობის ეს თავისებურება ზუსტად იყო ხაზგასმული რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ანგარიშში, რომელშიც აღწერილი იყო ,,დაშნაკცუთუნის" მოღვაწეობა: ,,ხედავდნენ რა, რომ სოციალისტური იდეები იმ დროს არა მარტო ევროპაში, არამედ რუსეთშიც დიდ წარმატებებს აღწევდნენ და ამ იდეების დროშის ქვეშ მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ნგრევა, ყველაზე და ყველაფერზე გაბოროტებული სომეხი წინამძღოლები, ბუნებრივია, რევოლუციონერებს მიემხრნენ. ისინი აღიზარდნენ პარტია ,,ნაროდნაია ვოლიას" სულისკვეთებით, და ,,ნაროდნაია ვოლია" უფრო აწყობდათ სომხებს, ვიდრე სოციალ-დემოკრატები. თანამედროვე ეპოქაში კოსმოპოლიტიზმის შესახებ სოციალ-დემოკრატების სწავლების უტოპიუ¬რობა სომხების მიერ სწორად იქნა შეფასებული, მით უმეტეს, რომ ვიწრონაციონალური და კონსერვატული იდეებით აღზრდილი სომეხი ხალხის მასები არასდროს გაყვებოდა ლიდერებს ინტერნაციონალიზმისკენ."
ამგვარად რუსეთთან ურთიერთობისას სომხები ორმაგი სტანდარტის დემონსტრირებას ახდენდნენ.ერთის მხრივ მლიქვნელობდნენ მეფის ხელისუფლების წინაშე, ისინი ითხოვდნენ „დედა რუსეთისაგან" მფარველობას, ხოლო მეორეს მხრივ, თესავდნენ რევოლუციურ იდეებს და ემზადებოდნენ პირველ შესაძლო შემთხვევისთანავე გამორჩენა მიეღოთ.
მას შემდეგ, რაც ეროვნული გამოსვლები თურქულ სომხეთში ჩახშობილ იქნა და გა¬დ¬ა-ვიდა ჩრდილში", „გნჩაკის" და სხვა პარტიების სეპა¬რ¬ა¬¬¬¬ტ¬ისტული მოღვაწეობის ცენტრმაგასული საუკუნის 90 იან წლებში ამიერკავკასიაში გა¬და¬ინაცვლა. ამისთვისიმ პერიოდშიუკვე მომწიფებულ იყო რიგი ობიექტური წინაპი¬რობ¬ე¬ბი:
პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც თურქეთის მთავრობამ გაატარა გადამწყვეტი ღონის¬ძ-ი¬ებ¬ები,არ დარჩა არანაირი იმედი იმისა, რომ სომხების ეროვნულ–სეპარატისტული მოძ¬რა¬ო-ბა ახლო მომავალში მოიშუშებდა მიყენებულ მძიმე დანაკარგებს. აგიტატორთა ჯგუფების დი¬დი უმრავლესობა განადგურებულ იქნა, დარჩენილები გადაიმალნენ რუსეთის ტერი-ტორიაზე, ნაწილი კი გაიქცა ევროპაში.
ლტოლვილი სომხების დიდი მასა გადაადგილდა ამიერკავკასიაში.დაკარგეს რა ყველაფერი, თავიანთი ძირი, სახლი, ქონება, გაბოროტებულები მზად იყვნენ ყველაფრისთვის, ეს დევნილები იქცნენ ფეთქებადსაშიშ მასად,რომელსაც ნაციონალისტები ადვილად გამოიყენებდნენ თავიანთი ავანტიურისტული მიზნებისათვის ახალ ადგილას ანუ ამიერკავკასიაში.
ამ დროისათვის სომხურმი კაპიტალი გამყარდა და დაიკავა წამყვანი პოზიციები ამიერკავკასიაში, პირველ რიგში ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ რაიონში. ერთის მხრივ, ამან გამოიწვია სომხური ეროვნული ბურჟუაზიის გავლენის გაძლიერება, ხოლო მეორეს მხრივ, პროლეტარიატის, მათ შორის სომხების, რიცხობრივი ზრდა, რომელთა რიგებში ფართოდ გავრცელდა რევოლუციური განწყობილება .
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლო და ახალი საუკუნის დასაწყისი, ხასიათდება საერთო რევოლუციური სიტუაციის გამწვავებით რუსეთში, იზრდება იატაკქვეშა პარტიების,წრეების, საზოგადოებების რიცხვი, ვრცელდება სოციალ– დემოკრატიული, მარქსისტული იდეები და რევოლუციურ მოღვაწეობაში ერთვება ლიბერალურად განწყობილი ინტელიგენციის ნაწილი .
იმპერიის ხელისუფლებამ ამიერკავკასიაში ნაწილობრივ შეცვალა თავისი პოლიტიკა სომხების მიმართ, რომელთა ძალისხმევამ მიიღო ძალიან გამომწვევი ხასიათი. ეჩმიაძინის უკონტროლო გავლენის შეზღუდვის, ანტიიმპერიული, ნაციონალისტების სეპარატისტული მოქმედებების-განსაკუთრებით კი სომეხი ახალგაზრდების აღზრდის საქმეში -შეწყვეტის მიზნით, მიღებულ იქნა კანონი სომხური საეკლესიო სკოლების დაქვემდებარებისა რუსეთის სახალხო განათლების სამინისტროსადმი (1898წ), აგრეთვე სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის ქონების მართვის ახალი წესი (1903წ).თუ პირველმა კანონმა ნაციონალისტურად განწყობილი სომხური ბურჟუაზიის და ბურჟუაზიული ინტელ¬იგენციის საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია, მეორემ კი, რომელიც პირდაპირ ეხ¬¬ებ¬ოდა ეჩმიაძინის ქონებრივ ინტერესებს, გამოიწვიასომეხი ნაციონალისტების ღია სისტემატური გამოსვლები რუსეთის წინააღმდეგ.
ეროვნული კულტურის, ეკლესიის ინტერესების დაცვის დროშის ქვეშ გაერთ¬ია¬ნ¬დ¬ნ¬ენ და „დაშნაკცტუნს" და „გნჩაკს" მიემხრნენ მრავალი ლიბერალური, განმანათლებლური მიმდინარეობის საზოგადოებები და ორგანიზაციები, აგრეთვე სოციალ–დემოკრატების ნაწილი, რომლებიც წინ ვერ აღუდგნენ „სომხეთის განთავისუფლების" შესახებ ნაციონალისტური ლოზუნგების ცდუნებას,მითუმეტეს,რომ ეს ყველაფერი განიხილებოდა თვითმპყრობელობასთან ბრძოლის,თავისუფლების განმტკიცების, თანასწორობის, ძმობის და ა.შ. კონტექსტში. ამგვარად, სომხების რევოლუციურ– სეპარატისტულმა მისწრაფებებმა მიღო ახალი მძლავრი იმპულსი და ახალი ძალებით შევსება.
სომეხი ნაციონალისტების მიერ სამოქმედო არენის ამიერკავკასიაში გადატანა შეიძლება ჩაითვალოს „ყველაზე არასასურველ მომენტად ჩვენი მხარის ისტორიაში,რომლის მოსახლეობა ცხოვრობდა მშვიდად და თანხმობით. მოვიდნენ დაშნაკები და მოიტანეს ეროვნული ზიზღი. ასეთ ნიადაგზე კი სომხურ-თათრული შუღლის და სომხეთ- საქართველოს ომის გარდა სხვა არ შეიძლებოდა აღმოცენებულიყო...სომეხირევოლუციონერების, განსაკუთრებით კი, დაშნაკების გამოჩენამდე ამიერკავკასია ცხოვრობდა მშვიდად და თანხმობით ... სომხები, თათრები (აზერბაიჯანელები) ქართველები სააუკუნეები ცხოვრობდნენ ერთად. მშვიდობიანი მოსახლეობა ნაციონალურ ნიადაგზე არანაირ სისხლიან დაპირისპირებას არ იცნობდა.მოვიდნენ დაშნაკები მომავალი სომხური ავტონომიისთვის ერთიანი სომხური ტერიტორიის შექმნის იდეითდა ამიერკავკასიის აქამდე პატრიარქალურ ცხოვრებაში შემოიჭრა ნაციონალური შუღლისა და სიძულვილის გრძნობა.
სომხურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც თურქეთში ვერ შეძლეს თავიანი გეგმების განხორციელება, დაღვარეს როგორც საკუთრივ სომხების, ასევე ეთნიკური თურქებისსისხლი, გადმოინაცვლეს კავკასიაში და ხელი მიყვეს თავიანთ ტერორისტულ ქმედებებს, რათა აქ მაინც შეექმნათ სომხური გეოპოლიტიკური სივრცე .
1903 წლის 2სექტემბერი.ბაქო. აზერბაიჯანი.საღამოს 5 საათისთვის სომხური ეკლესიის ზარების ხმაზე ადგილობრივი სომხური ეკლესიის ღობესთან შეიკრიბა შეიარაღებული სომხების მნიშვნელოვანი ჯგუფი. ადგილობრივი ხელისუფლების მოწოდებაზე დაშლილიყვნენ, შეკრებილებმა რევოლვერებიდან სროლით უპასუხეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დააკავეს 45 აქტივისტი სხვადასხვა სომხური ბანდფო¬რმი¬რებე¬ბი-დ¬ან, შესაძლებელ იქნა სისიხლისღვრის შეჩერება. თვითონ ტაძარში -ხატების უკან და საკუთრივ საკურთხეველში - ნაპოვნი იქნა დიდი რაოდენობით იარაღი. კავკასიის მკვლევარ ვ.ლ. ველიჩკოს თანახმად „ზემოთ აღწერილ სომხურ გამოხტომაში თვალში საცემია მთელი რიგი საყურადღებო, დამახასიათებელი ფაქტები. პირველ რიგში, სომხების ბრბოს, რომელიც ძირითადად ითვლება მშვიდობიან და გაუბედავ მასად და რომელიც მართლაც, ბუნებრივად მშიშარაა, აღმოაჩნდა ძალიან დიდი რაოდენობის იარაღი; როგორც ჩანს, არსებობდა დიდი ხნით ადრე მომზადებული იარაღის საწყობები,რაც მოწმობს განსაზღვრული ქმედებებისთვის მზადმყოფიორგანიზაციების არსებობას. მეორე, არეულობის ადგილას შეკრებისაკენ მეამბოხე სომხებს საეკლესიო ზარების რეკვით მოუწ¬ო¬დ¬ეს და ისინიც ადგილზე იარაღით ხელში გამოცხადნენ, ამასთანავე, ყარსსა და ბაქოში მათ თა¬ვი¬სებური სტრატეგიული პოზიციები დაიკავეს. ეჭვგარეშეა,რომ ყველაფერი წინასწარ იყო მომზადებული. მესამე, ეკლესია, რომელიც ზარებით ხალხს უხმობს არა ლოცვაზე, არ¬ა¬მ¬¬¬ედ უხმობს შუღლზე, ეკლესია, რომლის საკურთხეველი გავსებულია ხალხის გასან¬ადგ¬ურ¬ებ¬ელი იარა¬ღით, არ წარმოადგენს სამლოცველო სახლს, არამედ ის არის შეთქმულების კერა კანონიერი ხელ¬ის¬უ¬¬ფ¬ლების წინააღმდეგ,რომელიც მოქმედებს თვით ამ ეკლესიის სულიერი ინტერესებისთვის." მკვლევარ ჰიტ უ. ლოურის თანახმად „როდესაც სომხური ეკლესიის მესვ¬ეურ¬ები მონაწილეობას ღებულობდნენ მემორიალურ მსახურებაზე გარდაცვლილთათვის, ან ციხეში მყოფი ტერორისტებისთვის,და თანხმობას აძლევდნენ მონაწილეობა მიეღოთ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაში, ამით ისინი ფაქტობრივად აღიარებდნენ და ამართლებდნენ იმ აქციებს, რომლებსაც ატარებდნენ სომეხი ტერორისტები.
12 სექტემბერი, 1903წელი. შუშა. აზერბაიჯანი. რუსი კავკასიოლოგის ბ.ლ. ველიჩკოს სიტყვებით, შუშაში, რომელიც „განთქმული იყო პოლიტიკური დუღილით და ადგილობრივი სომხური ელემენტის უჩვეულო თავხედობით", სომხურმა ბრბომ მოაწყო უწესრიგობები და დარბევები.სომხებს შორის არც იმას მალავდნენ, რომ მართმადიდებლური ტაძრის პროტოდიაკვან ვასილოვის მკვლელობისთვის ტერორისტებმა მიიღეს 25 000 მანეთი.რუსი მკვლევარის აზრით, ცხადი იყო „მსგავს სისხლიან საქმეებში რა როლს თამაშობენ სომეხი ფულიანი ბობოლები?"
13 სექტემბერი, 1903წელი. ეჩმიაძინი. აზერბაიჯანი. სომხურმა ბანდამ ბაზრის მოედანზე მოკლა ვინმე სომეხი პოტოიანცი, რომელიც მხოლოდ იმაში იყო დამნაშავე, რომ ის არ დაემორჩილა სომხური კომიტეტის მითითებებს. რუსი მკვლევარი ი.კ. კანადპეევი ჯერ კიდევ 1902 წელს აღნიშნავდა: „თვით სომეხიაგიტატორები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სხვაზე მეტად მშვენივრად აცნობიერებდნენ თავიანთი პროგრამის არასრულფასოვნებას და თვითონ არ ჯეროდათ თავიანთი საქმის, მაგრამ მუშაობენ ამ მიმართულებით, რადგანაც ამგვარი ქმედებები მათ არსებობის საშუალებას აძლევს.ისინი ღებულობენ დახმარებას სომხური კომიტეტიდან, ყველაზე მთავარი კი ისაა , რომ თითქოსდა სომხური მოძრაობისთვის, ისინი დაშინებით და შანტაჟით უბრალო ვაჭრების ჯიბიდან ფულს ქაჩავენ."
14 ოქტომბერი, 1903წელი. თბილისი. საქართველო.ქალაქის შემოსასვლელში ბოტანიკურ ბაღთან გენერალ–ადიუტანტ თავად გრიგოლ გოლიცინს, რომელიცმეუღლესთან ერთად ბრუნდ¬ებოდა ქალაქგარეთ გასეირნობიდან, თავს დაესხა სამი სომეხი ბანდიტი. თავადს ხანჯლითმიაყენეს რამდენიმე ჭრილობა თავში, სახეში და ხელზე.რუსი მკვლევარი კავკასიამცოდნე ვ.ლ. ველიჩკო ადასტურებს, რომ თავად გოლიცინზე სისხლი¬ანთავდ¬ასხმ-აში დამნაშავეები „აღმოჩნდნენ სომხური მოსახლეობის ყველაზე დაბალი კლასის წარმომადგენლები. გამოძიებისას დადგინდა, რომ სომეხი მკვლელები მიეკუთვნებოდნენ სომხურ ტერორისტულ ბანდას.სასარგებლო იქნებოდა გაგვეგო,მშვიდობიანი სომხების სახით როგორ მონაწილეობენ ამაში ფულით და სხვა საშუალებებით .... საერთოდ დროა უფრო ღრმად და სერიოზულად ჩავწვდეთ იმ როლს, რომელსაც ასრულებენ დანაშაულობებში, უწესრიგობებში, დარბევებში და კავკასიური ცხოვრების სხვა უმსგავსებობებში,რა როლს თამაშობს ზოგიერთი მდიდარი, ბნელი წარსულითა და კიდევ უფრო ბურუსით მოცული დღევანდელობით, გავლენები და მრავლმილიონიანი ქონება". შემდეგ მკვლევარი აღნიშნავს: „დაიჭირო და დასაჯო წვრილი აგიტატორები და გვერდზე დატოვო მთავარი –ეს იმას ნიშნავს ეცადო მდინარე ვედროთი დაცალო. ყველა წვრილ–წვრილი სერიოზული მოვლენა, რომელიც იმუქრება უბედურებით,სათავიდანვე უნდა მოსპო:სხვანაირად სახელმწიფო წესრიგის თვალსაზრისით გაუმართლებელია, თქმული პირდაპირ მიესადაგება აღმოსავლეთის ხალხებს. აღმოსავლეთი ემორჩილება მხოლოდ მრისხანე ძალას, სამართლიანს, მაგრამ არსებითად მრისხანეს. თვინიერებას, რომელიც შობილია მაღალი ჰუმანური გრძნობებით, ის თვლის სისუს¬ტედ. განსაკუთრებით სომეხი ხალხის ტიპი ვერ იგებს დიდსულოვნებას, რადგან თვითონ მას ეს არ შეუძლია."
1904 წლის სექტემბერი.ბაქო. აზერბაიჯანი. სომეხი ტერორისტების მიერ მოკლულ იქნა რამდენიმე აზერბაიჯანელი. ეს მკვლელობები ატარებდა გამაფრთხილებელ ხასიათს.
1904 წლის ნოემბერში „დაშნაკცუტუნი" მონაწილეობდა სრულიად რუსეთის რევოლუციური და ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე და მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებებს.
1904 წ. დეკემბერი– 1905 წ.იანვარი. ბაქო. აზერბაიჯანი. ბაქოში გამოჩნდა პროკლამაციები, რომელიც სთავაზობდა აზერბაიჯანელებს შეერთებოდნენ სომხურ ტერორისტულ ორგანიზაციებს იმ მიზნით,რომ ერთობლივად ებრძოლათ რუსების წინააღმდეგ.უარის შემთხვევაში პროკლამაცია შეიცავდა მუქარას: „ მზად იყავით, რომჩვენ მოვრწყავთ თქვენს მიწას თქვენივე სისხლით, ცეცხლს მივცემთ თქვენს ცხედრებს, ეს ცეცხლი მოიცავს მთელს ქვეყანას." ეს სიტყვები,როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, სომხურმა საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციებმა რეალურად განახო¬რციელეს კიდეც. სენატორ კუზმინსკის თანახმად: „სომხების ასეთი პროვოკაციული საქმიანობაფართოდ გავრცელდა მუსულმანურ ქვეყნებში...."მუქარის შემცველ პროკლამაციებს ნეგატიური პასუხი გასცეს მუსლიმებმა,რომელიც გამოქვეყნდა ალექსანდრიაში გამოცემულ ჟურნალ „ჩახრა ნუმას" ერთერთ ნომერში, ფარსის ენაზე."
ანტისომხური დარბევების დროს (1905–06წწ) „დაშნაკცუტუნმა" გამოსცა ფურცლები სამშვიდობო მოწოდებით, ხოლო ნ.დუმიანის ხელმძღვანელობით ორგანიზება გაუკეთა სომხების თავდაცვას.1905–07 წლების რევოლუციის დროს პარტია რადიკალური გახდა. შეიქმნა „დაშნაკცუთუნის"რუსული პროგრამა– „კავკასიური პროექტი" (ან„კავკასიური მოღვაწეობის პროექტი"), რომელიც ითვალისწინებდათვითმპყრობელობის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის გზით,ამი¬ერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას რუსეთის ფედერაციის შემ¬ადგენლობაში. 1905 წლის აპრილში დაშნაკებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის რევ¬ოლ¬უციური პარტიებისა და ორგანიზაციების ჟენევის პარტიათაშორის კონფ¬ერენ¬ცი¬აზე,რომელსაც დაწყებული რევოლუციის პირობებში კოორდინაცია უნდა გაეწია მათი მოქმედებისათვის.
1907წლის აპრილში ჰესლინგფორსში, რუსეთის ნაციონალ–სოციალისტური პარტიების კონფერენციაზე, „დაშნაკცუტუნის" წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ეროვნულ–კულტურული ავტონომიას, როგორც ეროვნული უმცირეს¬ობების უფლებების დაცვის საშუალებას.1907 წლის თებერვლში, ვენაში გამართულ „დაშნაკცუტუნის" მე–4 საერთო ყრილობაზე მიღებულ იქნა ახალი პროგრამა, რომელიც პირდაპირი გაგრძელება იყო „კავკასიური პროექტის" შესამ¬უშ¬ავ¬ებლად. პროგრამის მიხედვით, პარტია გამოცხადდა „სომეხი მშრომელთა კლასის პარტიად",დამტკიცდა მოთხოვნა ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, საყოველთაო საარჩევნო ხმის უფლების, ყველა ხალხის და რელიიგის თანასწორობის, კლასობრივი და წოდებრივი პრივილეგიების გაუქმების საფუძველზე. წამოყენებულ იქნა აგრეთვე მოთხოვნები- ეკლესიის სახელმწიფოდან გამოყოფის, სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების, და მასთან ერთად რუსული ენის, როგორც საერთო-სახელმწიფო ენის სა¬ვა¬ლ¬დ-ებულოდ შემოღების შესახებ, არაპირდაპირი გადასახადების გაუქმება, ფაბრიკ¬ების კანომდებლობის შემუშავება (8-სათიანი სამუშაო დრო და ა.შ.), მიწების სოცი¬ალიზა¬ცია, არმიის ჩანაცვლება სახალხო მილიცით და სხვ."დაშნაკცუტუნმა" მხარი დაუჭირა ს.-დ. ბულიგინსკის სათათბიროს, ბოიკოტი გამოუცხადა აგრეთვეპირველ სახელმწიფო სათათბიროს მუშაობას. მე–2 სახემლწიფო სათათბიროს მუშაობაში მონაწილეობას იღებდა„ დაშნაკცუთუნის" 3 დეპუტატი – ი. საღათელიანი, ტერ–ავეტიაკინცი, ს.ტიგრანიანი, რომლებიც არჩეული იყვნენელიზავეტოპოლის და ერევნის გუბერნიიდან. პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა შესთავაზა მათ სოლიდარულად ემოქმედათ ესერების ფრაქციასთან და შესულიყვნენ მათთან ბლოკში,რაც მათ გააკეთეს კიდეც. მე–3 სახელმწიფო სათათბიროზე დაშნაკებს წარმოადგენდა მხოლოდ ერთი დეპუტატი საღათელიანი,რომელიც მიემხრო შრომის ჯგუფს. ბოლო მე–4 სათათბიროზე დაშნაკები არ იყვნენ წარმოდგენილები, მაგრამ არჩევნებში მხარს უჭერდნენ სოციალ–დემოკრატებს.სოციალ–დემოკრატების რეკომენდაციით, 1907წლის აგვისტოში „დაშნაკცუთუნი" შეუერთდა მე–2 ინტერნაციონალს და სურდა რა მიეპყრო საერთაშორისო სოციალისტუ¬რი საზოგად¬ოებ¬ის ყურადღება დასავლეთ სომხების პრობლემ¬ების¬ადმი, მონაწი¬ლეობა მიიღო მე–7 კონგრესის მუშაობაში. კოპენჰაგენის საერთაშორისო კონგრესზე (1910წ. აგვისტო) დაშნაკები გამოვიდნენ რუსეთის სოციალისტური პარტიების შეკრების გამართვის ინიციატივით,რომელშიც მონაწილეობდნენ ესერები,ლატვიელი და ფინელი სოციალ–დემოკრატები,პოლონელი სოციალისტები, ებრაული მუშათა სოცია¬ლისტური პარტიის წარმომადგენლები.მიღებულ იქნა დაშნაკების წინა¬დ¬ად¬ე¬ბა ერთობლივი შეიარაღებული ბრძოლის ტაქტიკის შესახებ. თუმცა 1905–07¬წწ.რე¬ვოლ¬უციის შემდეგ პარტიის პრაქტიკული საქმიანობა ისევ გადატანილ იქნა თურქეთის ტერიტორიაზე.
თუმცა, რუსეთის იმპერიის ხელისუფლება იძულებული იყო შეეგროვებინა ცნობები სომხურ ნაციონალური პარტიის შესახებ, შეესწავლა მათი საქმიანობა, რადგანაც დაღვრილი იყო ბევრი სისხლიეწინააღმდეგებოდა იმპერიის ინტერესებსაც. ხელისუფლების მტკიცებით, დაშნაკების ბრძოლის ხაზი, იმპერიის ინ¬ტერესების საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა. ამიტომ 1909 წლის 17 აპრილს მისი იმპ¬ერატორობის უდიდებულესობის მეფისნაცვლის კანცელარიაში წარდგენილ იქნა მო¬¬ხსენება: „მონაცემები სომხური რევოლუციური პარტიის „დაშნაკცუტუნ¬ის" ორგანიზაციისა და საქმიანობის შესახებ",რომელშიც ვკითხულობთ: „1905–06 წლებიკავკასიაში მეტად ბობოქარი იყო და გამოირჩა დიდი სისხლისხვრით,რომელიც წარმოადგენდა საუკუნოვანი სიძულვილის შედეგს სომხებსა და თათრებს შორის". „ამ ბრძოლაში „დაშნაკცუტუნმა"აჩვენა თავისი ძლევამოსილება, არაორგანიზებულ თათრულ ბანდებს დაუპირისპირა გაწვრთნილი, სწორად ორგანიზებული, მკაცრი დისციპლინით აღზრდილი რაზმები"
„ ამ პერიოდში რევოლუციური გამოსვლებისა და „დაშნაკცუტუნის" პარტი¬უ¬ლი ტერორისაგან დაიღუპა ბევრი პირი,რომელიც იკავებდა ადმინისტრაციულ თან¬ამ¬დ¬ე¬ბ¬¬ობებს, კერძოდ, გენერალი ალიხანოვი, ბაქოს გუბერნატორი თავადი ნაკაშიძე, ელის¬ავეტ¬პო¬ლ¬ის ვიცე გუბერნატორი ანდრევი, მხარის უფროსები: ბოგუსლავსკი, შმერლინგი, ნე¬შ¬ა-ნსკი,პავლოვი,პოლიცმეისტერი სახაროვი, პრისტავები ჯავახოვი და შუმაკევიჩი, სასაზღვრო დაცვის პოლკოვნიკი ბიკოვი და სხვები.
გარდა ამისა მათ მიერ ნაწილობრივ მიღწეულ იქნა სხვა მიზანიც: „ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე სომხებისა და თათრების გამიჯვნა, თათრებისგან მიწების განთავისუფლება რათა იქ ჩაესახლებინათ თურქეთიდან და ნაწილობრივ სპარსეთიდან გადასახლებული სომხები".
„ახალგაზრდა დაშნაკების" ჯგუფი ჯერ გამოეყო და შემდგეგ (1908 წ.) შერწ¬ყა სოციალ–რევოლუციურ პარტიას და როგორც დამოუკიდებელმა პარტიამ საერთოდ შეწყვიტა არსებობა"
„1906წელს სომეხ-თათართა შუღლის შეჩერების შემდეგ, ჯამაგირის გარეშე დარჩენილი დაშნაკი ზინვორები, დემო¬რალი¬ზებ¬ულები წინა საქმიანობის გამო, ,,დაშნაკცუტუნის" სახელს ამოფა¬რებულ უბრ¬ალო მძარცველებად და გამომძალველებად იქცნენ."
„ამჟამად ,,დაშნაკცუტუნი" რუსეთსა და კავკასიაში თავის საქმიანობას გამოკვეთილად რევოლუციური მიმართულებით აწარმოებს, რათა მიაღწიოს თავის საბოლოო მიზანს დაამხოს არსებული სახელმწიფო წყობა და შექმნას სომხური დე¬მო¬კრატიული რესპუბლიკა ფედერაციულ საწყისებზე რუსეთთან, ამის მისაღ¬წევად იყ¬ენებს ყველა ხერხს ტერორის ჩათვლით"
„დაშნაკცუტუნის"ცენტრალური კომიტეტეტების ადგილმდებარეობა ნაწილო¬ბ¬-რივ დადგენილია.დანარჩენების მდებარეობის შესახებ,მართალია, არ არსებობს დამადასტურებელი დოკუმ¬ენ¬ტები, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეიძლება მიუთითოთ ქალაქები, სადაც ისინი არსებობენ.კავკასიაში ეს ქალაქებია: ბაქო–„ვოსკანაპად", თბილისი - „დიდი ქალაქი", „მეძ კაგაკი", ბათუმი–„ნავაგანკისტი, ყარსი– ,,ჯაფარაპერტი", ერევანი–„მირკასტანი", ალექსანდრეპოლი– „კარ" და შუშა–„ აპარაჟ". სულ შვიდია. სპარსეთში - თეირანი და თავრიზი. თურქეთის სომხეთში,მცირე აზიაში, ერზრუმი და ვანი. სულ ეს 13 ან 14 ( ან იქნებ მეტიც) ცენტრალური კომიტეტი იმყოფება თბილისში არსებული უმაღლესი ორგანოს - „ აღმოსავლეთის ბიუროს", ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ მაგრამ მის დაქვემდებარებაში.
თითოეულ ცენტრალურ კომიტეტს მინიჭებული აქვს ავტონომია, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელო პროგრამის ჩაროდან და წარმოადგენს მთელი ჩვენი გუბერნიის დაწესებულების ერთობლიობას სასამართლოს ჩათვლით, რომელსაც აქვსსრული ძალაუფლება სიკვდილის დასჯის ჩათვლით. იქვე გამოიცემა პარტიული ფურცელი.
ცენტრალურ კომიტეტთა ჯგუფის მიერ იმართება, გენერალ–გუბერნატორის უფლების მსგავსად, „პასუხისმგებელი" ორგანო, რომელშიც 5–6 კაცია. თუმცა ამ ორგანოების,რომელიც ფორმირებულ იქნა გასულ წელს, ზუსტი რაოდენობა უცნობია. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ერთი მდებარეობს თბილისში ამიერკავკასიის მხარის სამართავად"
„ეჭვგარეშეა რომ, („დაშნაკცუტუნის"ცენტრალური კომიტეტი) არსებობს ქალაქ ბაქოში ჩრდილოეთ კავკასიისთვის,ბაქოს გუბერნიისთვის და აღმოსავლეთ ელისავეტპოლისთვის, მეორე, ყარსში ან ერევანშისომხეთის განთავისუფლებული ნაწილის სამართავად (ცენტრალური კომიტეტები ყარსში, ერევანში, შუშაში)
„პარტიის მთავარი ორგანოების გარდა არსებობენ დამატებითი, უპირატესად სპეციალური დანიშნულების ჯგუფები, რომლებიც თავისი მნიშვნელობის მიხედვით, პარტიის შეხედულებების თანახმად, რომლებიც რომელიმე მთავარ ორგანოზე არიან დამოკიდებულები ან იმყოფებიან მის დაქვემდებარებაში. დამატებითებს განეკუთვნება: „ პროფესიონალური და სასოფლო კავშირები", „წით¬ელ¬ი ჯვარი", „მოსწავლეთა ორგანიზაცია" , „კვლევის ორგანიზაცია", „პრესის ორგანიზაცია", „კულტურულ–საგანმანათლებლო საზოგადოება", „პატორიკ", „დამხმარე წევრები", „თავდაცვის კომიტეტი", „ორგანიზაცია დელი", „ტერორისტული საქმიანობის კომიტეტი", „დაშინების ორგანიზაცია", და კიდევ ორი „სტუდენტური ორგანიზაცია".
პროფესიული კავშირების ორგანიზება ხდება პარტიის დაბალი რგოლის აგენტებით. თავიდან მათი გადმობირება ხდება პროფესიულ ხუმბებში საქმიანობის მიხედვით. გადმობირებულები აქ ღებულობდნენ რევოლუციურ–პოლიტიკურ აღზრდას, შემდეგ მათ ჩარიცხავენ შესაბამის კავშირში,რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკურ ბრძოლას, მაგრამ არა კოოპერატიულ საწყისებზე, არამედ ღია ბრძოლას პოლიტიკურ–რევოლუციური განმანათლებლობისა, კოოპერაციები შეუძლიათ შემოიღონ გზა და გზა. ყველა კავშირი ხელმძღვანელობს„ბიუროს" შემუშავებული წესდებით, ხოლო მის ტაქტიკას ხელმძღვანელობს ცენტრალური კომიტეტი. წესდება ისწავლება სათანადო სააგიტაციო მასალით ხუმბებში, რომლებიც ატარებენსახელწოდებებს სპეციალობების ან პარტიული საქმიანობაში მათი დანიშნულების მიხედვით.პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან: აფთიაქარების, ,,პრიკაზჩიკების", დალაქების, მეღვინეების, პურის მცხობელების, მეაბრეშუმეების, ზეინკლების და ა.შ.საქმიანობის მიხედვით. მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ: წითელი ჯვარის, ტერორისტების, დელი, თავდაცვის და ზინვორების (ჯარისკაცების). „წითელი ჯვრის" ხუმბს განკარგვს კომიტეტი ან ცენტრალური კომიტეტი. ქვეკომიტეტი აწარმოებს მხოლოდ სწავლებას და აღზრდას. „წითელი ჯვრის" მიზანია - ფულის შეგროვება დაპატიმრებულთათვის და, საერთოდ დაზარალებულთათვის, გადასახლებულთათვის, პატიმრების ფულით, საჭმლითრევოლუციური ლიტერატურით მომარაგება, მიმოწერის გადაცემა, შუამდგომლობა საქმეებზე, ყველანაირი შესაძლო ზომის მიღება დაპატიმრებულთა გასათავისუფლებლად,როგორც მოსყიდვით, ადმინისტრაციაზე და სასამართლოზემორალური ზემოქმედებით, ასევესაპატიმრო ადგილებიდან გაქცევაში დახმარებით, ასევე შეიარაღებული თავდაცვის განხორციელებით. ბოლო მოქმედება სრულდება ერთობლივად სხვა ორგანოებთან ერთად. შემდგომი ორგანიზაცია,რომელსაც ქონდა განსაკუთრებული მოწყობა და სარგებლობდა გარკვეული ავტონომია ეს იყო სასწავლო. ის ემორჩილება ცენტრალური კომიტეტს. მისი მოწყობა იყო შემდეგნაირი: ის ქმნიდა საკუთარ propagandistebis, razmelebisa da mosamzadebel xumbebs. ხუმბების წარმომადგენლები (ხუმბონატი) ადგენდნენ ქვეკომიტეტს. ქვეკომიტეტების კრება ირჩევდა 4–6 კაცისგან შემდგარ კომიტეტს (ენტიკიტიტე); საერთო კრება ირჩევდა ერთ წარმომადგენელს „კონტრონიკო–კომიტეტში," ცენტრალურ კომიტეტში და „შემსრულებელ–მმართველობით ორგანოში", ამ უკანსკნელთან იყო ჟურნალის რედაქცია. ყოველგვარი კავშირი პარტიის ადგილობრივ ორგანოებთან ხორციელდებოდა უშუალოდ. სასწავლო ორგანიზაციის მიზანი იყო ყოველგვარი მეთოდით მხარი დაეჭირა პარტია „დაშნაკცუტუნისათვის", აღეზარდა თავის რიგებში ინტელიგენტები, ასევე მოემზადებინა ხელმძღვანელები პარტიისთვის.
უფრო ინტელიგენტური ორგანები ,რომელიც დამოკიდებული იყო მხოლოდ „პასუხისმგებელ ორგანოზე" ან „ბიუროზე" იყო „საერთაშორისო ორგანო" და „კვლევის ორგანო." ორივე აღმოცენდა ბოლო პერიოდში. პირველს ქონდარევოლუციურ საქმეში ძალიან დიდი დანიშნულება -რადაც არ უნდა დაჯდომოდავალდებული იყო აღმოეფხრვა რევოლუციონერებს შორის წარმოშობილიყველა უთანხმოება."
„... ქონდათ ტიპოგრაფიები, რედაქციები, წიგნების მაღაზიები, ბიბლიოთეკები და წიგნის გამომცემლობები.
სრულიად განზე იდგა „დაშნაკცუტუნის" ორი ორგანიზაცია - რუსი და ევროპელი სტუდენტებისა. ერთიცა და მეორეც ეწევაგადმობირებას და პროპაგანდას - თავიანთ სტუდენტთა შორის ნაციონალურ-რევოლუციური, ხოლოხოლო დანარჩენთან საერთორევოლუციური,კოსმოპოლიტური სულისკვეთებით.
ასევე ორგანიზაციასთან არ იყვნენ დაკავშირებულები ე.წ. „დამხმარე წევრები", რომელთა რიგებში შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი, ვინც იზიარებდა „დაშნაკცუტუნის" მისწრაფებებს და ეხმარებოდა მას მატერიალურად, შესაძლებელ დახმარებას უწევდა პროპაგანდის საქმეში ან რამესხვა მიმართულებით. ასეთი წევრები მხოლოდ შეიძლება ხანდახანმოწვეულ იქნენ შეკრებაზე ორგანიზაციებში და მათი შეასაძლებლობების ფარგლებში შეიძლება მისცენ დავალება. მათ რიგებში შედიან სხვადასხვა პირები მდგომარეობების მიხედვით უკანასკნელი მუშიდან და ყაჩაღიდან დაწყებული მილიონერ ადამიანებამდე, რომლებსაც უკავიათ სახელმწიფო თანამდებობები, როგორიცაა მაგალითად ცნობილი ფრანგი დეპუტატი, სოციალისტების ბელადი ჟორესი.
ზემოთ ჩამოთვლილ როგორც ძირითად ისე დამხმარე ორგანოების და ორგანიზაციების გარდა, რომლებსაც შეიძლება „მშვიდობიანი" ვუწოდოთ არის კიდევ ერთი ი ორგანიზაცია, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ „საკავშირო საბჭოს" და მოქმედებს სომეხთა ფსიქიკაზე სხვა მხრივ, კერძოდ, რელიგიური გრძნობებზე. ეს იყო ეჩმიაძინის სინოდთან არსებული სასულიერი პარტია „პატორიკ". 1903წელს რუსეთის სამეფო სახლისა და ყველა რუსის დაწყევლის შემდეგ „პატორიკი" მოქმედებს კათალიკოსის მეშვეობით მრევლზე „კონდაკებით", ე.ი. ისეთი საეკლესიო სწავლებით, რომელიც სომხებს ნებას რთავს არა მხოლოდ არ შეასრულონ მთავრობის დადგენილებები, არამედ წავიდნენ მის წინააღმდეგაც.
პარტიის საბრძოლო ჯგუფებიდან ცნობილია „თავდაცვა" , „უსაფრთხოების ორგანიზაცია" ,„ტერორის მოსამზადებელი კომიტეტი", ,,pasuxismgebeli moqmedi komiteti" და „დელი". „თავდაცვა" ეს იყო სახელმწიფო მილიცია,რომელიც შეიქმნა კავკასიაშიბოლო არეულობების დროს. მილიციონერების რიგები ივსება საერთოდ ყველა სომეხი ვოლუნტარებისგან, იმ პირობით, რომ ყველას უნდა ქონოდა საკუთარი იარაღი. მილიციელების ხუმბებიპერიოდულად იკრიბება მეცადინეობებისთვის დაშნაკთა ხელმძღვანელობით და მათ ასწავლიან იარაღის გამოყენებას. მილიციას აქვს თავისი ქვეკომიტეტები და კომიტეტები, რომლტაც კავსირი აქვთ ცენტრალურ კომიტეტთან. უმაღლესი დაწესებულებაა „თავდაცვის ცენტრალური კომიტეტი", რომელსაც თვალყურს ადევნებს „პასუხისმგებელი კომიტეტი."
დანარჩენი საბრძოლო ორგანიზაციები არსებობენ პარტიის აქტიური და კონსპირაციული გამოსვლებისთვის,უპირატესად მკვლელობების დროს.
საერთო ყრილობა ნიშნავს 3 კაცს, რომელიც წარმართავს პარტიის ტერორისტულ საქმიანობას . ეს სამი კაცი იწოდება „მოსამზადებელი ტერორისტული კომიტეტად." ისინი ექვემდებარებიან მხოლოდ ,,საკავშირო საბჭოს" და პირდაპირ აყალიბებენ: „სამოქმედო კომიტეტებს", და „დაშინების ორგანიზაციას". ტერორისტული მოქმედი კომიტეტები იმყოფებიან ცენტრალურის განკარგულებაში. ტერორის უმაღლესი ხელმძღვანელობა და მომზადება როგორც ავღნიშნეთ ეკუთვნის „მოსამზადებელ კომიტეტს". „სამოქმედო კომიტეტს" აქვს თავისი ქვეკომიტეტები და ტერორისტული ხუმბები, რომლებიც იქმნებიან სხვა დანარჩენი ხუმბებიდან. „სამოქმედო კომიტეტი" ცენტრალურის ბრძანებით ახორციელებს ტერორისტულ განაჩენს მხოლოდ დაბალ ადმინისტრაციაში და ადგილობრივ მოსახლეობაში. უფრო სერიოზული დავალების შესრულებას ახორციელებს „პასუხისმგებელი ორგანოს" ბრძანებით. „სამოქმედო კომიტეტზეა" პასუხისმგებლობა მოამზადოს და შეიძინოს როგორც ასაფეთქებელი ნივთიერებები ასევე იარაღი. ამ მიზნისთვის პარტიამ მოაწყო თავისი სახელოსნოები და ფაბრიკები. ცენტრალურ კომიტეტთან, როგორც ტერორისტული „სამოქმედო კომიტეტის" დამატება, არსებობს კონსპირაციული ორგანიზაცია „დელი" ანუ მზვერავები. მისი სპეციალური მოვალეობაა დაადგინოს უპირატესად პოლიციის ჩინოსნების, ოხრანკის ჩინოსნების, ჟანდარმერიის დახმარებითიმ პირთა საქმიანობა რომელიც ზიანს აყებენებს დაშნაკცუტუნს და დაწესოს მათზე თვალთვალი. ამაზე მეტი ცნობები ამ ორგანიზაციაზე და მის შემადგენლობაზე არ არსებობს."
„დაშნაკცუტუნი", რომლის მიზანი იყო „დიდი თავისუფალი სომხეთის" აღდგენა და ამის მისაღწევად მთავარი მეთოდი იყო შეიარაღებული აჯანყება, არ იმედოვნებდა, რომ სახალხო მილიციით შეიძლებოდა დამოუკიდებლობის მიღწევა, ამიტომ ამის პარალელურად შექმნა საკუთარი რეგულარული არმია. არმიის შექმნას ზინვორებისგან(ჯარისკაცები) საფუძველი ჩაეყარა 16 წლის წინ,პირველ ყრილობაზე 1892 წელს. გადმობირება და პარალელურად შეიარაღება პარტიის სახსრებით ინტენსიურად მიმდინარეობდა, მაგრამ საქმე დიდ წილად გამოუცდელთა ხელში იყო, ამიტომ, როგორც შედეგებმა აჩვენა, არმია არ აღმოჩნდა მაღალი ხარისხის არც პოლიტიკური საანდობის თვალსაზრისით და არც დისციპლინით. რუსეთში რევოლუციური აღმავლობის პერიოდში, „დაშნაკცუტუნმა"მობილიზაცია გაუკეთა რა თავის არმიას,მისი რიცხობრიობა დაიყვანა 100.000 კაცამდე. ამასთანავე, რევოლუციური პროგრამის თანახმად, ყოველ ჯარისკაც–ზინვორს შეკრების დროს განსაზღვრული სარგო თვეში 30 მანეთი უნდა მიეღო, აგენტურის მონაცემებით ამოღებულ იქნა არმიის შესანახი 10 მილიონი მანეთი.
სომხეთის აღდდგენა არ მოხდა, რადგანაც აღდგენის მცდელობები ჩახშულ იქნა. რუსული არმია მთლიანობაში მტავრობის მხარეს იყო და ამავდროულად დაიწყო რეაქცია. ამ დროისთვის კავკასიაში სომხებმა ვერ შეძლეს თავიანთი დაფარული სიძულვილის შეკავება მუსლიმების მიმართ და დაიწყო ურთიერთხოცვა.მრავალი მუსლიმანი განადგურებულ იქნა, და მათგან გაიწმინდა ტერიტორიის ნაწილი. არავინ იცის ეს ყველაფერი რითი დამთავრდებოდა პარტიას რომ არ დაეკარგა ამხელა თანხა თავისი არმიის შესანახად,რაც ემუქრებოდა რევოლუციურ ფონდს ამოწურვით. ხელფასების დაგვიანებამ ზინვორებისთვის საქმე იქამდე მიიყვანა რომ მათგან თანდათან დაიწყო მძარცველური ბანდების ფორმირება, რომლებიც არა მარტო სხვა ხალხებს არამედ თვით სომხებსაც კი ძარცვავდნენ და კლავდნენ. ამ ყველაფრის შედეგად სწრაფად დაიწყოდაშნაკცუტუნის ავტორიტეტის დაცემა. ამავე დროს უმაღლეს სამხედრო იერარქიაში დაინახეს,რომ ასეთ მდგომარეობაში ღია აჯანყებასსწრაფად გატეხდნენ და სომხები მოყვებოდნენ ორმაგი წნეხის ქვეშ რუსეთისა და თურქეთის მხრიდან. არ სურდათ რა საქმის აქამდე, მიყვანა ზოგიერთმა სამხედრო ხელმძღვანელემა უგელველეყო მე–3 ყრილობის გადაწყვეტილებას რუსეთზე აქტიურ შეტევის შეხახებ და ამოეფარნენ ისევ ლოიალობის ნიღაბს,რაც გამოიხატა იმაში, რომ დაიწყეს დაშნაკების დროშის ქვეშ სანდო ზინვორებისგან „მწვანე გვარდიის" ორგანიზება, რომელიც თითქოს რუსული ხელისუფლების განკარგულებაში იქნებოდა ბანდების გასანეიტრალებლად. თავიანთი ავტორიტეტის ასამაღლებლად გამოცხადეს სამხედრო დიქტატურა. ამგვარად, ადგილი ჰქონდა ძალაუფლების მიტაცების მცდელობას. ორგანიზაციამ ამაზე რეაგირება ამაზე 1907 წლის დასაწყისში, მე–4 ყრილობაზე გააკეტთა. ყრილობამ დაუყოვნებლივ უპასუხა „დაშინების ორგანიზაციის" ფორმირებით, გამოაცხადა ტერორი, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა სამხედრო დიქტატურის თავკაცებს, ასევე მეთაურებსა და ზინვორებს, რომლებიც არ დაემორჩილებოდნენ ყრილობის გადაწყვეტილებებს. ამასთანავე ორგანიზაციებს მიეცათ ბრძანება: მძარცველები და მეამბოხეები დაეჭირათ და გაენ¬ად¬გურებინათ თავიანთი სასამართლოთი. 1907 წელი გამოირჩა პარტიის გადაწყვეტილებით სომხების მკვლელობების გრძელი რიგით. ამბოხება ჩახშობილ იქნა. მძარცველები და მეამბოხეებსანადგურებენ ამ დრომდე. ტერორის გამოცხადებასთან ერთად დაიწყო შეიარაღებული ძალების განახლება ახალ საწყისებზე. რეგულარული არმიის რიგებში დატოვესდისციპლინირებული ზინვორები, უპირატესობა მიენიჭათ სამხედრო ვალმოხდილებს. ზინვორი ვალდებული იყო ემუშავა და თუ შეძლებული იყო, თვითონ ეყიდა იარაღი. შეიარაღებული ზინვორის შეიარაღება მთლიანად თანამედროვეა, აქვთ პარტიული არსენალი, მათგან ცენტრალური ერივანშია. ხელფასს ზინვორი ღებულობდა ლაშქრობისან ომის დროს. ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე ბულგარეთში დაარსდა სასწავლებელი რომელმაც 1907წელს გამოუშვა 53 კურსდამთავრებული ოფიცერი.სასწავლებელში გადიოდნენ შემდეგ საგნებს: გამოძიება, სამხედრო დაზვერვა, ქირურგია, სტრატეგია, ადმინისტრაცია, ტაქტიკა, საველე სამსახური, სადივიზიო სამსახური, დანაღმვის სამსახური, სამხედრო ისტორია, გეოგრაფია, სომხეთის ისტორია, რევოლუცია, სამხედრო ორგანიზაცია, ასაფეთქებელი ნივთიერებები, პედაგოგია, სროლა, გეომეტრია, გრიმი და სამხედროდისციპლინა.
ოფიცერთა შემადგენლობა ასევე მომზადებას გადის ამერიკის სამხედრო სასწავლებლებში. შეიარაღებული ძალების სათავეშია„მთავარი სამხედრო საბჭო", 7 კაცის, უპირატესად ოფიცრების შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობაჰქონდათ მიღებული რეგულარული არმიის ბრძოლებში. „მთავარი საბჭოსთან"არსებობს „გენერალური შტაბი" 5 კაცის შემადგენლობით. უფრო დაბალი მმართველობის ინსტანციაა „სამხედროსაბჭოები" ცენტრალური კომიტეტის ტერიტორიაზე.ეს უკანასკნელნი შეადგენენ მეთაურთა შეკრებას ,,ასეულს". ასეული იყო ავტონომიური ტაქტიკური და სამეურნეო ერთეული. დაბალი იერარქია ასეულის მეთაური, და მასთან არსებული ნახევარასეულების მეთაურთა საბჭო. შემდეგ ნახევარასეულები მეთაურები პოლუსოტენი და დესიატნიკი ათმეთუარი. ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობს და ასწავლის 10 ზინვორს, რომლებსაც თავის მხრივ კრებენ მოხალისეებისგან , რომლებსაც გავლილი აქვთ გავლილი „ხუმბის" სკოლა.
მთელი სომხური სახელმწიფროებრივი მექანიზმის განვითარება და ფუნ¬ქცი¬ონ¬ი¬რება ეყრდნობა შესაბამის კანონმდებლობას. კანონმდებლობა და წესდება, აგრეთვე ინსტრუქციები შემუშავებულია მკაცრად შეთანხმებული დირექტივებთან, რომელსაც იძლევა ყრილობა.
„ მიმდინარე დროს, ბოლო უახლოესი ღია გამოსვლების შემდეგ, პარტია ისევ გადავიდა კონსპირაციაზე საშინაო საქმეებში, ხოლო პროპაგანდასთან მიმართებაში, განსაკუთრებით პრესის დახმარებით მოქმედებს სრულიად ღიად და ფართო მასშტაბით. ამასთანავე უმაღლეს დონეზეა გაძლიერებული როგორც ყველა დაშნაკის საქმიანობა, ასევე დისციპლინა, აგრეთვერეპრესიები რუსეთისა და თურქეთის მთავრობის ჩინოვნიკების მიმართ, რაც გამოიხატა მრავალი მკვლელობით. პარტიული პრესა ექვემდებარებოდა მკაცრ ცენზურას.
სახელმწიფო მექანიზმის, არმიის, შეიარაღების შესანახად, პროპაგანდის წარმოებისა და საერთოდ თავიანთი მიზნების მისაღწევად საჭირო იყო ფული, ამიტომ დაშნაკებს ქონდათ საკუთარი ფინანსური სისტემა. ყველა, ვინც შევა ორგანიზაციაში, ასევე დამხმარე წევრი, უპირველეს ყოვლისა თავისი ხელფასიდან ან შემოსავლიდან იხდის არანაკლებ....ფონდში მიდის ლექციების, სპექტაკლების, ლატარიის, საქველმოქმედო საღამოების,ბაზრის შემოსავლებიდან მიღებული თანხები და ა.შ. შემოწირულობების შეგროვება,დაბეგვრა მთელი სომეხი მოსახლეობისა 2%-ით - სასამართლოში წარმოებული საქმეების, მთავრობის ბიუროკრატიის მოსასყიდად, მუსულმანებისგან, ასევე სხვა შესასძლებელი ზეწოლისგან,ექსპლუატაციისგან და უბრალო მძარცველებისაგანდასაცავად."
„მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური მდგომარეობის მიხედვითშეიცვალა,ხოლო პროპაგანდა ტარდება ისევ იგივე სულისკვეთების პოლიტიკით, რომელიც ხასიათდებოდა მუდმივი იეზუიტიზმით. პოლიტიკის იეზუიტიზმი შინაგანი მდგომარეობის აზრით გამოიხატებოდა იმაში, რომ მთელი პროპაგანდა სომხებისათვის ნაციონალიზმის ელფერით წარმოებს, ხოლო სხვებისთვის საერთო-სოციალისტურია, ე.ი. კოსმოპოლიტური. იგივე იეზუიტიზმი, ან უბრალოდ, პროვოკაცია შეიმჩნევა საერთოდ დაშნაკცუთუნის საქმიანობაში. ასე მაგალითად, 1908 წლის დეკემბერში თბილისში „დაშინების ორგანოს" წევრების, „პასუხისმგებელი ორგანოსა" და „აღმოსავლეთის ბიუროს" ზოგიერთი თვალსაჩინო წევრის დაპატიმრებების შემდ¬ე¬გ, ამ უკანასკნელის გამოცემულპროკლამაციაში „ბიურო" მოუწოდებდა სომეხ ხალხს რევოლუციური ბრძოლისკენ მთავრობის წიინააღმდეგ, მიუთითითებდა იმაზე, რომ გატარებულ იქნა რეპრესიული ზომები სომხების მიმართ, რაც გამოიხატა სომხური ინტელიგენციისმასობრივი დაპატიმრებებითა და გადასახლებით, ხალხს ამ მოქმედებებს უხსნიდნენ მთავრობის განზრახვით დაბრუნებოდა სომეხთა ძალდატანებითი რუსიფიკაციის პოლიტიკას სკოლების დახურვის, საეკლესიო ქონების ჩამორთმევის და კათალიკოსის უფლებების შეზღუდვის გზით, მსგავსად იმისა, როგორც 1903 წელს ,,დაშნაკცუთუნის" ხელმძღვანელებმა დამახინჯებით აუხსნეს ხალხს კანონი სომხური ეკლესიის ქონების ხაზინისთვის გადაცემის შესახებ, გამოიყენეს ეს ფაქტი როგორც მძლავრი მასალა სომხებში ყოველგვარი რუსულისადმი ზიზღის გასაღვივებლად, ასევე აღნიშნულ შემთხვევაშიც, რჩებოდა რა თავისი პროვოკაციული პოლიტიკის ერთგულად, ,,დაშნაკცუთუნი" იმედოვნებდა თავისი პარტიის წევრების დაპატიმრება საერთოსომხურ საკითხად ექცია, და ამაში დაენახა არა მთავრობის ბრძოლა რევოლუციური პარტიის წინააღმდეგ (რა ეროვნებისაც არ უნდა ყოფილიყვნენ მისი წევრები), რომელიც ცდილობდა არსებული სახელმწიფო წყობის დამხობას, არამედ ეს დაპატიმრებები გაეშუქებინა ცრუ ჭრილში, აეხსნა ისინი მთელი სომეხი ხალხის თვითმყოფადობის, მის კულტურული განვითარებისა და რწმენის ხელყოფად."

--------------------------------------------------------

Программа "Армянского революционного союза. Вена,1894, gv., 14.

Там же, раздел "Цель", п.1. gv., 16.
Ж. Малевил. Армянская трагедия 1915 года. Баку: Элм, 1990, gv.,.18

http://www.arfd.am/armenian/aboutUs/briefHistory.php
Кариби. Красная книга. В сб.: История Азербайджана, gv., 156
История партии Гнчак (1887–1962). Бейрут, 1962. т. I. gv.,. 90.

Дж.С.Киракосян. Младотурки перед судом истории. Ереван, 1986, gv., 110.

А.Лалаян А. Контрреволюционный "Дашнакцутюн" и империалистическая война 1914–1918 гг. Ж. Революционный Восток, 1936, № 2–3, В сб.: История Азербайджана... gv., 128

Малевил Жорж. Армянская трагедия 1915 года. – Баку: Элм, 1990, gv., 99

Дарбинян А. Армения в дни национального освобождения, Воспоминания (1890–1940),Париж, 1947, gv., 8
Гнчак", 1890, №3

Восточный вопрос во внешней политике России (конец XVIII-начало ХХ вв.) М., 1978, gv., 165.

Величко В. Л. Кавказ. Русское дело и междуплеменные вопросы. Баку: Элм, 1990 (печ. по изд. 1904г), gv., 99.

Записка генерального консула России в Эрзеруме Маевского. В кн.: Н. Н. Шавров. Новая угроза русском уделу в Закавказье. Предстоящая распродажа Мугани инородцам, с. 83–155. – Баку: Элм, 1990 (печ. по изд. 1911 г.). gv.,.98

iqve, gv.,96
Величко В. Л. Кавказ. Русское дело и междуплеменные вопросы. Баку: Элм, 1990 (печ. по изд. 1904г), gv.,.101.
Кочар Мера. Армяно-турецкие политические отношения и армянский вопрос. Ереван, 1988, gv.,17.

К.Маркс и Ф.Энгельс. Пол. Собр. соч.,т.39, gv., 271.
Кариби. Красная книга. Тифлис, 1920, gv., 150.
iqve, gv., 153-154.

დანაშაული განახორციელა სამმა ეთნიკურმა სომეხმა, რომელთაც მეთაურობდა გარეგინ ფასდერმაჯანი (ოსმანთა¬ ასამბლეის მომავალი დეპუტატი). ტერაქტის ორგანიზატორის ჩანაფიქრით, ხმაურიანი თავდასხმა იძლეოდა შანსს, საზოგადოებრივი აზრის კუთხით გადაესწროთ ,,გნჩაკისათვის", რომელიც 1896 წლამდე პასუხის¬მგებლობას იღებდა სხვადასხვა ტერაქტებზე. მკვლევარ ჟორჟ დე მალევილის თანახმად, სენსაციური თავდასხმა ოსმალეთის ბანკზე იყო პირვე¬ლი ტერორისტული აქტი თანამედროვე ისტორიაში, რომელსაც თან ახლდა სამოქალაქო პირების მძევლად აყვანა.

Записка генерального консула России в Эрзеруме Маевского. wgn.: Н. Н. Шавров. Новая угроза русском уделу в Закавказье. Предстоящая распродажа Мугани инородцам, Баку: Элм, 1990 (печ. по изд. 1911 г.), gv., 100.

Кариби. Красная книга. gv., 156.

Записка генерального консула России в Эрзеруме Маевского. В кн.: Н. Н. Шавров. Новая угроза русском уделу в Закавказье. Предстоящая распродажа Мугани инородцам, gv., 83–155. Баку: Элм, 1990 (печ. по изд. 1911 г.), gv., 117-118.
Кариби. Красная книга. gv., 157.
iqve, gv., 154.

Ю.Помпеев. Кровавый омут Карабаха. Баку, 1992, gv.,.98.
Справка прокурора Эчмиадзинского синода Э.Френкеля, представленная в 1907 г. Святейшему Синоду. В кн.: История Азербайджана по документам и публикациям, gv., 154.

Там же, gv., 154-155.

Ю.Помпеев. Кровавый омут Карабаха. Баку, 1992, gv.,98.

Дж. Оруэлл.Заметки о национализме. Журн. Урал, 1989, N 11.

Б.Наджафов. Лицо врага. gv., 55.

Кариби. Красная книга. gv.,.159

Русский Вестник.№6, 1903; В.Л.Величко. Кавказ. Русское дело и междуплеменные вопросы. СПб., 1904, gv., 56; LowryHeathW. Nineteeth and Twentieth Century Armenian terrorism: thereads of continuitc. 1984; Преступления армянских террористических и бандитских формирований против человечества (XIX-XXI вв.), под ред.Р.Мустафаева.Баку, 2002, gv.,.29-30.

В.Л.Величко. Кавказ. Русское дело и междуплеменные вопросы. gv., 57

Там же; Дж.Алиев, Б.Будагов. Турки и армяне: «геноцид исторической правды. Журн. «Азербайджан и азербайджанцы» №№5-6, 2002; И.К.Канадеев. Очерки закавказской жизни. 1902. В кн.Преступления армянских террористических и бандитских формирований против человечества (XIX-XXI вв.), под ред.Р.Мустафаева. gv.,.30.

В.Л.Величко. Кавказ. Русское дело и междуплеменные вопросы. СПб., 1904, gv., 59.

Преступления армянских террористических и бандитских формирований против человечества (XIX-XXI вв.), под ред.Р.Мустафаева. gv., 32.

А.Мансуров. Белые пятна истории и перестройка. Баку, 1990; Преступления армянских террористических и бандитских формирований против человечества (XIX-XXI вв.), под ред.Р.Мустафаева. Баку,2002, gv., 32-33.

http://www.arfd.am/armenian/aboutUs/briefHistory.php

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента