ЭКОНОМИКА

გაყინული კონფლიქტი კავკასიის რეგიონში, ანუ "გასეირნება მთიან ყარაბაღში"

21.11.15 19:33




კავკასიის რეგიონი უძველესი დროიდან წარმოადგენდა ტერიტორიული კონფლიქტების ერთ-ერთ კერას, მსოფლიო მატეანე რეგიონში აღმოცენებული არაერთი ეთნიკური კონფლიქტის ისტორიას ინახავს, ამჯერად განვიხილავთ სომხეთ-აზერბაიჯანის ტერირორიულ დაპირისპირებას მთიანი ყარაბაღის რეგიონისათვის. კონფლიქტის კერა საკმაოდ ადრეულ ხანებში იღებს სათავეს, როდესაც საბჭოთა იმპერიის ფორმირების თავდაპირველ წლებში მთიანი ყარაბაღი ცენტრალურ ხელისუფლებას გამოეყო, როგორც ადმინისტრაციული ერთეული და 1922 წელს ავტონომიური უფლება მოიენიჭა, თუმცა ეს საკითხი მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები გამოეყვნენ საბჭოთა სივრცეს და დაიწყო სახელმწიფოების საზღვრების ოფიციალური ფორმირება

.

ე.წ გაყინული
კონფლიქტი აზერბიჯანსა და სომხეთს შორის ყველაზე აქტიურ ფაზაში XX საუკუნის
90-იანი წლებიდან შედის. გამომდინარე იქიდან, რომ მთიანი ყარაბაღის უმეტეს მოსახლეობას ეთნიკური სომხები წარმოადგენდნენ 1987 წელს სომხეთის მეცნიერთა აკადემიამ მომაზადა დოკუმენტი 100 000-იანი ხელმოწერით, რომლის მიხედვითაც ყარაბაღი და ნახიჭევანი სომხეთს უნდა მიერთებოდა. დაპირისპირებამ პიკს 1988-90 წლებში მიაღწია, როდესაც დაპირისპირებულ ქვეყნებში დაიწყო ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების დევნა, ამავე პერიოდში გადააგდილდა ლტოლვილთა პირველი ნაკადი ბაქოს მიმართულებით. (nplg.gov.ge) შეიარაღებული დაპირისპირებებს 4 წლის მანძილზე 30 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათასობით მათგანმა საცხოვრებელი დაკარგა. ღია დაპირისპირების პერიოდში აზერბაიჯანიც და სომხეთიც
რთულ ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რამეთუ აზერბაიჯანი კონცენტრაციას ვერ ახდენდა საკუთარი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე, სომხეთი კი თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ეკონომიკური ბლოკადის ქვეშ აღმოჩნდა.(bbc.com) ამ ვითარებში 1994 წელის 5 მაისს ბიშკეკში რუსეთის, ყირგიზეთისა და დსთ-ს საპარლამენტო სამიტის შუამავლობით აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ყარაბაღმა
ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ყარაბაღის ომი ოფიციალურად დასრულდა, თუმცა დღესაც, 20 წლის შემდეგ კონფლიქტის
აღოფხვრის ალტერნატიული გზების ძიება ვერ ხერხდება.

აზერბაიჯანის პარლამენტმა გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური სტატუსი და მას რეგიონად „მონათლა" ცხადია ამ ყოველივეს პოლიტიკური დატვირთვა უფრო ჰქონდა, ვიდრე რეალური ღირებულება და კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმ ფაქტზე, რომ
მთიანი ყარაბაღი ისტორიულად მისი ტერიტორია იყო. სომხეთისთვის ყველაზე მძლავრი ბერკეტი საკუთარი ინტერესების გამართლებისათვის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური სომხების დიდი პროცენტული მაჩვენებელი
გახლდათ, რომლის წყალობითაც აქამდე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები სომხეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის პრეტენზია ემყარება „ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას", მაგრამ აქვე აღსანიშნავია, ხალხებსა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის არსებული განსხვავება. ისინი ეროვნულ უმცირესობას წამოადგენენ და სარგებლობენ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის 27-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით, რომლიც მიხედვითაც"
არ შეიძლება უმცირესობებს ჩამოერთვათ უფლება, განავითარონ საკუთარი კულტურა, იყვნენ საკუთარი რელიგიის აღმსარებლები და ილაპარაკონ საკუთარ ენაზე" (matsne.gov.ge) ყველასათვის ცხადია, რომ მუხლი ავტონომიური ტერიტორიების შექმნას არ ითვალისწინებს.

მიუხედავად
იმისა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონალურ მაშტაბებს ატარებს, დაპირისპირების აღმოფხვრით დაინტერესებული საერთაშორისო აქტორების როლი ჯერ კიდევ კონფლიქტის წარმოშობის პეროდიდან იკვეთება. 1990-იანი წლებიდან კონფლიქტის აღმოფხვრას ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ჯგუფი ხელმძღვანელობდა: რუსეთის მთავრობა, რომლისთვისაც კავკასიის რეგიონი
ყოველთვის ატარებდა სტრატეგიულ მნიშვნელობას და ამ ტერიტორიაზე სხვა ძლიერი საერთაშორისო აქტორების (აშშ-ს, ირანის, თურქეთის) დომინირება მის ინტერესებში არ შედიოდა და ეუთოს მინსკის 11 კაციანი ჯგუფი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ყველა დაინტერესებული აქტორის ჩართვა და სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვა. ასევე აღსანიშნავია აზერბაიჯანის პროტექტორატის, თურქეთის პოზიცია და თავის მხრივ ირანის ინტერესები რეგიონის მიმართ.
(nplg.gov.ge)

1996
წელს ლისაბონის სამიტზე ეუთო-ს მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელსაც მხარი ეუთოს 53-მა სახელმწიფომ დაუჭირა, აზერბაიჯანის ჩათვლით. პროექტის ძირითადი მიზნების მიხედვით, კონფლიქტი უნდა მოგვარებულიყო აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული ხელყოფის გარეშე ყარაბაღის ლეგალური სტატუსი კი უნდა განსაზღვრულიყო თვითგამორკვევის უფლებაზე დაყრდნობით, თუმცა იგი მაინც აზერბაიჯანის იურისდიქციაში რჩებოდა. სომხეთმა პროექტს მხარი არ დაუჭირა. კონფლიქტის წარმოშობიდან კონფლიქტის მოგვარების არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი. მათ შორის იყო 1997 წელს რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა-ე.წ „ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარება, " რომელმაც
ასევე შედეგი ვერ გამოიღო. (IRtoday.ge) ამ უთანხმოებით კავკასიის რეგიონში ევროკავშირიცაა დაინტერესებული. 2014 წლის აგვისტოში, ევროკავშირის
უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა ყარაბაღს კონფლიქტთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: "მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თავი შეიკავონ ძალადობის გამოყენებისა და მუქარისგან და გააგრძელონ ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის" (chveniambebi.info)

ბოლო დროს მოულედნელმა ვითარების ექსკალაციამ საერთაშორისო საზოგადობაში რეგიონისადმი მეტი ინტერესი აღძრა. ნატო-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომლმა საბინა ფრეიზერმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: " სამწუხაროდ, ეს შეიძლება იყოს ახალი ომის დასაწყისი. თუკი ასე გაგრძელდება ეს ძალიან სახიფათო იქნება."( netgazeti.ge) არსებობს მოსაზრება, რომ აზერბაიჯანში მიმდინარე წინასაარჩევნო რიტორიკამ შესაძლოა კონფლიქტის გაღვივებას შეუწყოს ხელი. ერევნის რეგიონალური
სწავლების ცენტრის დირექტორმა რიჩარდ გირაგოსიანმა განაცხადა : " უახლოეს
მომავალში რაიმე დიპლომატიურ ან პოლიტიკურ რღვევას არ უნდა ველოდოთ. ომის განახლების რისკი ძალზე დიდია." (amerikiskhma.com) აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ღიად გამოხატავს საკუთარ პოზიციას, რომ საკუთარი ინტერესების დათმობას არ აპირებს და საერთაშორისო აქტორებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს: "მიმაჩნია, რომ ბოლო დროის მოვლენები მოქმედებაზე გადაიყვანს საერთაშორისო შუამავლებს. ოკუპანტებს ნათელი და ღია სიგნალი უნდა მიეცეს, რათა ბოლო მოეღოს ამ ოკუპაციას." (netgazeti.ge) გარდა ამისა, ევროსაბჭოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, რომ მსოფლიო მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს და შესაბამისად აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უპირველეს
პრობლემას წარმოადგენს მისი სახელმწიფოსთვის, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხოება მთლიან რეგიონს უფრთხის საქმეს. (nsc.gov.ge)

საინტერესოა რეგიონის კიდევ ერთი წევრის, საქართველოს პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და არ სცნობს ლეგიტიმურად
ყარაბაღში ჩატარებულ არჩევნებს. ამას სომხეთი გაგებით ეკიდება, რადგან საქართველოსაც აქვს ანალოგიური პრობლემა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებთან. ამიტომ ეს ფაქტი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებზე გავლენას არ ახდენს. სომხეთის პირველი ომბუდსმენის, ლარისა ალავარდიანის განცხადებით რომელიმე სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა საქართველოს ინტერესებს დააზარალებს. (internet.ge)

ამრიგად, მიუხედავად კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე მცდელობისა დღესაც, 20 წლის შემდეგ, მთიანი ყარაბაღი იმ „გაყინული კონფლიქტების" რიცხვშია, რომელთა გამწვავება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭიროა მეტი ჩართულობა ნეიტრალური საერთაშორისო აქტორების მხრიდან,
რათა საერთაშორისო სამართლით დაწესებული ნორმების გათვალისწინებით მოხდეს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება და დაპირისპირება დიპლომატიური რესურსების მაქსიმალური გამოყენებით აღმოიფხვრას.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента