ЭКОНОМИКА

ბაქო 2015 - აზერბაიჯანში პირველი ევროპული თამაშები იწყება

21.11.15 19:35




აზერბაიჯანის დედაქალაქი პირველ ევროპულ თამაშებს მასპინძლობს.

ბაქო 2015 დღეს ოფიციალურად, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიხსნება და ცერემონია ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.



ევროპულ თამაშებში, 50 ქვეყნის 6 ათასს სპორტსმენს შორის, საქართველოს 105 წარმომადგენელია. ისინი სპორტის ჩვიდმეტ სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.

ქართველ სპორტსმენთა დელეგაციის მედროშე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ზურაბ დათუნაშვილი იქნება.

ბაქოში უკვე იმყოფება სამთავრობო დელეგაცია და პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ევროპული თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება.

პრემიერი დღესვე საგანგებო მიღებასაც დაესწრება, რომელიც პრეზიდენტ ალიევის სახელით იმართება და „ბაქო - 2015"-ის გახსნას ეძღვნება.

ვიზიტის პირველ დღეს ღარიბაშვილმა შვილებთან ერთად ფუნიუკულიორზეც გაისეირნა. ასევე შეხვდა პრეზიდენტ ალიევს და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ სოფელში.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента