ЭКОНОМИКА

აზერბაიჯანი სომხეთის მიერ არაღიარებული ყარაბაღის ტერიტორიაზე ახალი შეიარაღების განთავსების გამო შეშფოთებულია

21.11.15 19:45




აზერბაიჯანი შიშობს, რომ სომხეთი რუსეთისგან ნაყიდ შეიარაღებას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განათავსებს. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჰიკმეთ გაჯიევმა განუცხადა.



"ასეთი შეიარაღების კონფლიქტის ზონაში განთავსებამ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, შესაძლოა, კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პროცესს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ჩვენ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ ეს შეიარაღება არ უნდა განთავსდეს სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა გაჯიევმა.

ივნისის ბოლოს რუსეთ-სომხეთის მთავრობათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა მაქსიმ სოკოლოვმა სომხეთისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის რუსული კრედიტის გადაცემის შესახებ განაცხადა, რომელიც შეიარაღების ახალი სახეობების შესაძენად იქნება გამოყენებული

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента